ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა ყატარში

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, ყატარის მმართველ სამეფო ოჯახს ამბიციური გეგმა აქვს, რომელიც გაზეთმა "თაიმსმა" საკუთარ მკითხველს გაანდო. მათი მიზანია, ყატარში ჩატარდეს საკლუბო ტურნირი, რომელშიც მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეული გუნდები ითამაშებენ და შესაბამისად, სხვებისგან განსხვავებულ ჰონორარებსაც დაიმსახურებენ. იდეის ავტორთა ჩანაფიქრით, ტურნირს "საფეხბურთო ოცნების ლიგა" (Dream Football League, ანუ DFL) უნდა დაერქვას. თუკი იდეას ხორცი შეესხა, პირველი თამაშები 2015 წელს გაიმართება. პირველი ორი სეზონის გამართვა ყატარშია დაგეგმილი, შემდგომ კი მას მეზობელი (დიდი ალბათობით, არაბული) ქვეყნები უმასპინძლებენ.

ტურნირში 24 გუნდი ითამაშებს,
რომელთაგან 16 მუდმივი წევრი იქნება, 8-ს კი ყოველი სეზონის დაწყებამდე მიიწვევენ. ორგანიზატორებმა ინგლისურ კლუბებს უკვე გაუგზავნეს თავიანთი წინადადებები, ისეთებს, როგორებიც არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული".

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. "თაიმსის" ინფორმაციით, მასპინძელი ქვეყანა მზადაა, 200 მილიონი ევრო გადაუხადოს ისეთ გამორჩეულ კლუბებს, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" არიან. თუკი რაიმე ანალოგიურის გახსენებას შეეცდებით, ძალიან გაგიჭირდებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს უეფა მაქსიმუმ 55-60 მილიონს უხდის.

აღნიშნული ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანია არა მოგების მიღება, არამედ ის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება ყატარის უნარში, 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლოს. ამისთვის ტურნირი ზაფხულზე გაიმართება, როდესაც ამ ქვეყანაში დღის განმავლობაში ტემპერატურა 40-ს აღემატება. მასპინძლები საკუთარი კლიმატის კონტროლის სისტემას გამოიყენებენ, რაც ფეხბურთელებსა და მაყურებელს დისკომფორტის შეგრძნებას ააცილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყატარელ შეიხებს ჩემპიონთა ლიგის ალტერნატიული ტურნირის შექმნა სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული