საფრანგეთი-ესპანეთის მატჩს ესპანეთში 10,5 მილიონმა ადამიანმა უყურა

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებთა შორის (0:1), რომელიც პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა დიდი სატელევიზიო რეიტინგი ჰქონდა.

"მედიასეტ სპეინის" მონაცამებით, მატჩს პირდაპირ ეთერში თვალი 10,5 მილიონმა ესპანელმა მაყურებელმა ადევნა. სენ დენის მატჩმა ტელეაუდიენციის 52% შეკრიბა, ხოლო ადგილობრივი დროით, 22:50-ზე მაყურებელთა რაოდენობამ 62%-ს მიაღწია.

"მედიასეტის" მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ესპანეთის ნაკრების თამაშის (ოღონდ, მხოლოდ საკვალიფიკაციო) საუკეთესო რეიტინგია.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული