რუმინელი ჟურნალისტები "ვან ჰიტლერის" დაწერისთვის ლუის ვან გაალის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალზე ჰოლანდია-რუმინეთის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ორი რუმინელი ჟურნალისტი არ შეუშვეს.

საქმე იმაშია, რომ ამ გუნდების ოქტომბრის მატჩის დროს რუმინულმა გაზეთმა ჰოლანდიელთა თავკაცი ლუის ვან გაალი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და "ვან ჰიტლერი" უწოდა.

ამის შესახებ შეიტყო ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ და როცა რუმინელმა ჟურნალისტებმა მათ მარტის მატჩის აკრედიტაცია მოსთხოვეს, უარი მიიღეს. "მათი ყოფნა "ამსტერდამ არენაზე" არასასურველია", - განაცხადეს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში.

ეს ჟურნალისტები სტადიონზე მაინც შევიდნენ (ჩვეულებრივი ბილეთები იყიდეს), მაგრამ საპრესკონფერენციო დარბაზში ისინი აღარ შეუშვეს.

ეს საქმე ასე იოლად არ
ჩაივლის, რადგან რუმინელები ფიფას და უეფას მიმართავენ.

ასევე იხილეთ:
ლუის ვან გაალს ვან ჰიტლერი უწოდეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული