ვენესუელის ნაკრების 20 ფეხბურთელი მოიწამლა

AutoSharing Option
6 სექტემბერს ვენესუელის ნაკრები ჩილეს ეწვევა მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩის გასამართავად, თუმცა ეს შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს.

საქმე იმაშია, რომ ვენესუელის ნაკრების ერთბაშად 20 წევრი, პრაქტიკულად ყველა, კუჭის უცნობი ვირუსით მოიწამლა და ნაკრებმა ვარჯიშების დაწყება ვერ შეძლო.

სესარ ფარიასმა, გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ 20-მა ფეხბურთელმა ღამე ტკივილში გაათენა და მათ ვარჯიშის თავი ნამდვილად არა აქვთ.

სამხრეთ ამერიკიდან 4 გუნდი გადის პირდაპირ მუნდიალზე, ხოლო მე-5 პლეი ოფში თამაშობს. ვენესუელა ამჟამად 16 ქულით მე-6 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ნაკრები ერთადერთია კონტინენტზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის
ფინალურ ეტაპზე არასოდეს უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული