წინა დღით კიევის ქუჩებში სისხლი დაიღვარა, ინგლისელ ფანებს ადგილობრივი დაჯგუფება დაესხა თავს.
ინციდენტი კიევის "შატო ბარში" მოხდა, სადაც ინგლისელი ფანები იყვნენ შეკრებილნი.
მოულოდნელად მათ თავს დაესხა 50-დან 100-მდე ხულიგანი, ძირითადად, დანებით შეიარაღებული.
ბრძოლა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სამი ინგლისელი ფანი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
სამოყვარულო ვიდეოთი გადაღებულ კადრში ხედავთ, როგორ წევს დაჭრილი ინგლისელი ფანი და მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიდის.
ჩხუბის დაწყებიდან
სხვათა შორის, უახლოეს საათებში კიდევ 500 ინგლისელი ჩაფრინდება უკრაინის დედაქალაქში, ხოლო 10 სექტემბერს, დილით - კიდევ ათასი.