დიეგო კოშტას თამაში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამოირიცხა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" 24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ, რომელიც ესპანეთის მოქალაქეცაა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერის გასაგრძელებლად ესპანეთის ნაკრები ამოირჩია, თუმცა მის ოცნებას ჯერჯერობით ახდენა არ უწერია.

დიეგო კოშტა სუპერფორმაშია, ის ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორვარდია.

მას შარშან 2-ჯერ აქვს ნათამაშები ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩებში, თუმცა ფიფას წესებით, რადგან ის შეხვედრები ფიფას A კატეგორიის მატჩებად არ ითვლება, კოშტას შეუძლია ნაკრების შეცვლა.

დიეგო კოშტას არ იძახებს ლუიშ ფელიპე სკოლარი, სამაგიეროდ, მისით დაინტერესებულია ვისენტე დელ ბოსკე - "ატლეტიკოს" ფორვარდმაც, მოცდას, ევროპული ვარიანტი
არჩია.

თუმცა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ფიფას ოფიციალურად მიმართა, რომ არ დაუშვას დიეგოს გადასვლა ესპანეთის ნაკრებში. ამჯერად კი ბრაზილიელთა პოზიცია გადამწყვეტია.

ბრაზილიელები თავიანთ არგუმენტს იმ ფაქტითაც ამაგრებენ, რომ კონფედერაციათა თასის მერე ბრაზილიის ნაკრებს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ფეხბურთელი სატურნირო შეხვედრაში მიეწვია, რადგან მუნდიალის მასპინძელი ასეთ ტურნირში არ მონაწილეობს და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს მართავს.

ასევე იხილეთ:
დიეგო კოშტას დებიუტი შეიძლება საქართველოს ნაკრებთან ჰქონდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული