კოლუმბიის ნაკრებმა ჩილეს ნაკრებთან 3:3 ითამაშა და ამით ბრაზილიის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულებისთანავე მთელ ქვეყანაში ზეიმი დაიწყო, რომელიც მალე არეულობებში გადაიზარდა.
3 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა, ორი კი მანქანებმა გაიტანეს "ზეიმის" დროს.
"მთელი ქვეყნის მასშტანით სამართალდამცავებმა 2 ათასი ჩხუბი დააფიქსირეს", - განაცხადეს კოლუმბიის პოლიციაში. ზეიმის დროს სულ 750 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 106 მძღოლი კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დააკავეს.