ტერორისტებს ასაფეთქებელი მატჩის დაწყებამდე, სტადიონისგან მოშორებით აუფეთქდათ

AutoSharing Option
ორმა ტერორისტმა, რომლებიც ნიგერიისა და ეთიოპიის ნაკრებების მატჩის დროს ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ეთიოპიის დედაქალაქში კვირას გაიმართა, არშემდგარ ტერაქტზე ცნობა კი ქვეყნის ხელისუფლებამ მოგვიანებით გაავრცელა.

სავარაუდოდ, გულშემატკივრის ნიღაბს ამოფარებული ტერორისტები სტადიონზე შეღწევას აპირებდნენ, რათა იქ ტერაქტი მოეხდინათ, თუმცა სტადიონიდან მოშორებით მყოფებს შემთხვევით ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაადრევად აუმოქმედდათ. ამის მიზეზი მათივე ნერვიულობა გახდა, რაც ტერიტორიაზე პოლიციელთა სიმრავლით იყო გამოწვეული.

ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ბოროტმოქმედები სომალელები იყვნენ, თუმცა არაფერია ცნობილი იმის შესახებ, მიეკუთვნებოდნენ
თუ არა ისინი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას.

მოგვიანებით წესრიგის დამცველებმა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული