ნოემბერში დიეგო კოშტას ერთდროულად ბრაზილიის და ესპანეთის ნაკრებები გამოიძახებენ

AutoSharing Option
ნოემბერში ცოტა კომიკური სიტუაცია შეიძლება მივიღოთ - "დიარიო AS"-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" 24 წლის ფორვარდის, დიეგო კოშტას ეროვნულ გუნდში გამოძახებას ერთბაშად ორი მწვრთნელი აპირებს - ბრაზილიელთა თავკაცი ლუიშ ფელიპე სკოლარი და ესპანელთა დამრიგებელი ვისენტე დელ ბოსკე.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ფიფაში იჩივლებს იმ შემთხვევაში, თუ დელ ბოსკე ფეხბურთელს გამოიძახებს.

დიეგო კოშტას პოზიცია უკვე ცნობილია - მიუხედავად იმისა, რომ მან "სელესაოს" რიგებში 2 ამხანაგურ მატჩში ითამაშა, მას სურს, ესპანეთის ნაკრების მაისურა მოირგოს, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეა.

სავარაუდოდ, "დიეგო
კოშტას საქმეს" ფიფას ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტი განიხილავს. იქ კი კიდევ უფრო საოცარი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, გამტყუნებული მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და პროცედურა ისე გაიწელება, რომ დიეგო კოშტას საკითხი არ მოგვარდება მუნდიალამდე და ფეხბურთელი დარჩება ცარიელზე.

ასევე იხილეთ:
დიეგო კოშტას თამაში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამოირიცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული