ზღვა სიხარული, რომელიც საქართველოს ვერ ეღირსა [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ევროპაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საგზური 9 ევროპულმა ქვეყანამ გაინაღდა (იხილეთ ვრცლად).

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს ისტორია "შტუტგარტის" ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა შეუქმნა - მისი ერთადერთი გოლის წყალობით სლავებმა სტუმრად ლიტველები დაამარცხეს და პირველ ადგილზე დაასრულეს შესარჩევი ციკლი.

ის, რაც 15 ოქტომბრის საღამოს სარაევოს ქუჩებში ხდებოდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია და თანაც, ამისთვის ვიდეო არსებობს. ჩვენი კი, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ "თეთრი შურით" შევხედოთ მუნდიალის საგზურის მოპოვებით გაბედნიერებულ გულშემატკივართა არმიას.

ეჰ, ნეტავ, თბილისის ქუჩებში როდის
დადგება მსგავსი დღესასწაული?..
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
სტატიის ავტორს:რომ წერთ
...ეჰ, ნეტავ, თბილისის ქუჩებში როდის დადგება მსგავსი დღესასწაული?...როგორ,საქართველოს სხვა ადგილ-ქუჩებში გლოვა ხომ არ იქნება???!!!
ძალიან გთხოვთ,დაუკვირდეთ საკუთარი "შედევრის" შინაარსს,საქართველო მარტო თბილისი არ არის!!!!!!
ukr
29 ოქტომბერი 2013 19:11
0
მწვრთნელი უხელფასოდ მუშაობდაო თან გუნდთან რომელიც საქართველოს ნაკრებზე მაღლა დგას აი ეს არის საქმის სიყვარული და ქვეყნის დაფასება ვენაცვალე ამ ხალხს აქ ვინც წერს სკოლები არარი საფეხბურთო საქართველოშიო ყიფოს და შენგელიას დროს სად იყო ბევრი სკოლები მაგრამ იყვნენ კარგი სელექციონერები და მწვრთნელები რომლებიც სულს და გულს დებდენ ბავშვებში და იყო შედეგიც თორე ამდენი სკოლა მე 50 წლის ვარ და არ მახსოვს რომ ყოფილიყო იმ დროში.ეს არი მთავარი ხარისხი და არა მაყუთი.ათასი აკადემია რო ააშენო თუ მწვრთნელი და სელექციონერი არ გივარგა კაპიკია ფასი ბავშვებში ნიჭის დანახვის უნარი და მისი სწორად გაზრდის თავი თუარააქ მწვრთნელს ისე არაფერი არ გამოვა.
qutaiseli
29 ოქტომბერი 2013 16:56
0
თუ ვინმე დამისახელებს ერთ ფაქტს მაინც კაცობრიობის ისტორიაში,რომ შენობა სახურავიდან აეშენებინოს ვინმეს ბოდიშს მოვიხდი იმ მშენებლების წინაშე.ბოდიშს მოვიხდი ფეხბურთის იმ სპეციალისტების წინაშეც ვინც ფიქრობს,რომ ბავშთა ფეხბურთის დღევანდელი დონით ჩვენს ფეხბურთს რაიმე პერსპექტივა აქვს.
მამუკა
17 ოქტომბერი 2013 11:12
0
!!!!!!!!!!!
Jaba
17 ოქტომბერი 2013 09:30
0
მურტალოს - - -
არადა ქეცბაია სანამ მივიდოდა, როგორ წინ ვიყავით, ისეთი საფეხბურთო ნაკრებებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, ხორვატიას და ასე შემდეგ მათსავე მოედანზე ვამარცხებდით, ჯგუფში ყოველთვის მინიმუმ მე-3 ადგილს ვიკავებდით, ადგილს ვიკავებდით, ახლა კი საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე მხოლოდ ნულოვან ფრეს ვჯერდებით, ხორვატიას მხოლოდ საკუთარ მოედანზე გაჭირვებით ვამარცხებთ და ესპანეთთან საერთოდ ორივე მატჩს ვაგებთ. აბა რა ქეცბაია უნდა გადადგეს . . . . :)
saqartvelo
17 ოქტომბერი 2013 09:15
0
ქეცბაია რა შუაშია, საფეხბურთო სკოლა საქართველოში არაა წესიერი და ინფრასტრუქტურა. სად უნდა გაზარდო საფეხბურთო ნიჭი? ქუჩაში თუ მინდორში? რაც არ არის რა უნდა მოჰკლას? მთელი სისტემაა შესაცვლელი.
pele
17 ოქტომბერი 2013 03:24
0
თქვენი არ ვიცი, და ჩემთვის ზღვა სიხარული ის იქნება ქეცბაიას გაპანჩურების შესახებ სიახლეს რომ წავიკითხავ თქვენს სიახლეებში...ნუთუ ასე დაუსრულებლად უნდა კლას ქართული საფეხბურთო ნიჭი?!...არ თქვათ მის მსგავსად არ გვყავს ფეხბურთელებიო, ჯობია დამუნჯდეთ...არ არის ყველაფერი სათანადო დონეზე, მაგრამ ფეხბურთელებიც გვყავს და მწვრთნელებიც, ეს კიბო მოგვაცილეთ და მალე ნახავთ რისი შნოც გვაქვს!
murtalo
16 ოქტომბერი 2013 22:36
0

სიახლეები პოპულარული