ფორვარდის თქმით, მას შეუძლია პუბლიკას საკუთარი ლამაზი გოლებით უფრო მეტი ემოცია აჩუქოს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-შვედეთის მატჩი 15 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს ჩატარდება.
"ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე კრიშტიანო რონალდო.
მაყურებლისთვის უფრო მეტი ემოციის მიცემა შემიძლია, ხოლო გოლები, რომელთა გატანას მე ვახერხებ, სხვას არავის შეუძლია.
ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულებს
თუმცა რონალდოს, როგორც ფეხბურთელს, პატივს ვცემ და ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
იბრაჰიმოვიჩის სიტყვების დასტურად, რომ ის მართლაც საოცარ და ულამაზეს გოლებს იტანს, გვინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც შვედ ფეხბურთელს ტაეკვანდოს ილეთებით გააქვს გოლები. ხოლო ვინ უფრო იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას - ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ კრიშტიანო რონალდო, ეს თავად გადაწყვიტეთ.