როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა მოედანზე 81 წუთი გაატარა, მას არც გოლი გაუტანია და თავი არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია. "სელესტეს" მხრიდან ხუთივე გოლი სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა. ანგარიში მაქსი პერეირამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლას ლოდეიროს გა
მეორე ტაიმში კიდევ თითო გოლი იმავე ლოდეირომ, კრისტიან როდრიგესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.
მექსიკის ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, მიგელ ერერას ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ატარებდა. შეგახსენებთ, რომ ერერა 2013 წელს "აცტეკთა" მეოთხე მწვრთნელია და როგორც ჩანს, ნაკრებს მუნდიალზე სწორედ ის წაიყვანს.
აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში მხოლოდ მექსიკის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გამოიძახა და ისეთ მოთამაშეებზე თქვა უარი, როგორებიც არიან: გილერმო ოჩოა, კარლოს სალსიდო, ექტორ მორენო, ხავიერ აკინო, ანდრეს გუარდადო, ექტორ ერერა, ჯოვანი დოს სანტოსი და ხავიერ ერნანდესი.
ფაქტია, ერერას გადაწყვეტილებამ გაამართლა - მექსიკამ ახალ ზელანდიას ხუთი გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღო, ისიც მაშინ, როდესაც ანგარიში უკვე 5:0 იყო. მასპინძლების რიგებში განსაკუთრებით კარგად ახალგაზრდა ორიბე პერალტა და მიგელ ლაიუნი გამოირჩეოდნენ - ლონდონის ოლიმპიადის ფინალში დუბლის შემსრულებელმა პერალტამ აქაც ორი გოლი გაიტანა, ლაიუნმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა.
თავი გამოიჩინა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოთამაშე პოლ აგილარმაც, ვინც ანგარიში გახსნა. გარდა ამისა, კიდევ თითო გოლი რაულ ხიმენესმა და ვეტერანმა რაფაელ მარკესმა გაიტანეს. სხვათა შორის, "ბარსელონას" და "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნაკრებში 115-ე თამაში ჩაატარა და თავისი მე-14 გოლი შეაგდო.
მექსიკამ და ურუგვაიმ შესარჩევი ეტაპის დროს ძალიან ბევრი იწვალეს. იყო საფრთხე, რომ ორივე პლეი ოფს მიღმაც კი დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა - მექსიკა მე-15 მუნდიალზე ითამაშებს, "სელესტესთვის" კი "ბრაზილია 2014" მე-12 (ოციდან) მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ურუგვაის ნაკრები მუნდიალზეა