მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი: ყველაზე დასწრებადი ნაკრებები

AutoSharing Option
ევროპაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაყურებელთა დასწრება ყველაზე სანდო ხერხებით აღირიცხება, რასაც სხვა რეგიონებზე ვერ ვიტყვით.

შესაბამისად, ციკლის დასრულების შემდეგ დასწრებადი ნაკრებების რეიტინგის შედგენა უეფას ზონაში ლოგიკური გახლდათ. ლიდერთა სამეულის ვინაობის გამოცნობა წინდაწინ შეიძლებოდა. ესენი უნდა ყოფილიყვნენ ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული გუნდები.

პირველი ორი იმიტომ, რომ, შესაბამისად, 90-ათასიან "უემბლისა" და 80-ათასიან "სენ დენიზე" თამაშობს, მესამე კი უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთზე ხალხი სიამოვნებით დადის. მანშაფტი, ტრადიციულად, ერთ კონკრეტულ არენაზე არასოდეს თამაშობს. ამჯერადაც ასე მოხდა.

დარწმუნებულები ვართ, შესარჩევი
შეხვედრები მხოლოდ ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" (75 ათასი), მიუნხენის "ალიანს არენაზე" (69 ათასი) ან დორტმუნდის "ვესტფალენშტადიონზე" (81 ათასი) რომ გამართულიყო, საშუალო დასწრება ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლიდერთა შორის ვერ მოხვდნენ ესპანეთისა (28 825 ათასი) და იტალიის (28 192) ეროვნული გუნდები. ახლა კი, უბრალოდ, იმ გუნდებს გაგაცნობთ, რომელთა თამაშების სანახავად საშუალოდ 30 ათას ადამიანზე მეტი მიდიოდა.

1. ინგლისი 76 671
2. საფრანგეთი 70 182
3. გერმანია 52 575
4. უკრაინა 48 181
5. ჰოლანდია 47 526
6. ბელგია 44 473
7. თურქეთი 44 406
8. პორტუგალია 43 737
9. პოლონეთი 43 474
10. ავსტრია 42 240
11. შვედეთი 42 079
12. რუმინეთი 39 383
13. შოტლანდია 37 067
14. ირლანდია 34 140

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მაჩვენებელი საშუალოდ ერთ თამაშზეა და არა ჯამურად
temuri
21:00 22-11-2013
0
საქართველოც უნდა იყოს აქ იმიტომ არაა რომ სოკერვეი არასწორად წერს რაოდენობას მაყურებლის.

საქართველო ბელორუსზე 28000 მაყურებელი იყო საქართველო ესპანეთზე 55,000 საქართველო საფრანგეთზე 32,000 და საქართველო ფინეთზე 35,000
avto
13:19 22-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული