მსოფლიოს ჩემპიონატზე არბიტრები სიცხის გამო მატჩებს შეაჩერებენ

AutoSharing Option
ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, თუ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩების დროს ტემპერატურა 32 გრადუსს გადასცდა, არბიტრებს შეხვედრის შეჩერება შეეძლებათ.

არბიტრს ექნება უფლება, მატჩი 30 წუთის შემდეგ შეაჩეროს, რომ ფეხბურთელებს დასვენებისა და წყლის დალევის საშუალება ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ წინადადებით იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
დღეს ბრაზილიაში წილისყრაა: მუნდიალის 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული