იოაჰიმ ლიოვი: აშშ-ისთან და კლინსმანთან დუელი გამორჩეული იქნება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი კონკურენტები პორუგალია, განა და აშშ იქნებიან.

აშშ-ის ნაკრებს კი იურგენ კლინსმანი წვრთნის, რომლის ასისტენტი ადრე ლიოვი იყო.

"ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს წილისყრის მიმართ და ყველაფერი ისე მივიღე, როგორც არის.
ჯგუფი იოლი არაა და ყველაფერს ვიზამთ, რომ წარმატებას მიავღწიოთ.

უკვე ვიცით ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები და რომელ ქალაქებში ჩავატარებთ მატჩებს, ამიტომ ახლა მომზადების შემდეგ ეტაპზე გადავალთ.

ჩემპიონატზე
ამინდი დიდ როლს ითამაშებს. შევეცდებით ყველაფერს მივეჩვიოთ ვარჯიშების დროს.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე განას ვეთამაშეთ, პორტუგალიელებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე შევხდით. ამერიკელებთან და კლინსმანთან დუელი კი განსაკუთრებული ჩანს. მე და კლინსმანი დიდი ხანია ვმეგობრობთ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრაზილიაში იდეალურ პირობებში ვიცხოვროთ",
- თქვა ლიოვმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული