მუნდიალი 2014

არიენ რობენი: 1/8-ფინალში ბრაზილიას რომ არ შევხდეთ, ჯგუფში პირველი ადგილი გვჭირდება

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიერნ რობენმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიოანტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდიელის თქმით მისი ნაკრების მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავეებაა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია B ჯგუფში ესპანეთთან, ჩილესა და ავსტრალიასთან მოხვდა.

"ჰოლანდიის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. არ გვინდა 1/8-ფინალში ბრაზილიას შევხდეთ. ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდხანს დასარჩენად ჯგუფის მოგება გვჭირდება",
- თქვა რობენმა.

მომზადებულია De Telegraaf-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა