"გრონინგენი" თავისი საიტით იტყობინება, რომ ამ გუნდის 36 წლის გარემარბი არიენ რობენი, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში ტრავმა მიიღო, დეკემბრამდე მოედანზე ვერ გავა, რადგან კუნთების დაზიანება მკურნალობას ძნელად ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რობენმა კარიერა შარშან დაასრულა, მაგრამ წელს, რადგან თავის მშობლიურ კლუბს, "გრონინგენს" ფინანსურად უჭირს, მის დასახმარებლად მოედანს დაუბრუნდა.