
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, 36 წლის არიენ რობენმა ფეხბურთელის კარიერა განაახლა და მშობლიურ "გრონინგემში" ითამაშებს, რომლის ღირსებასაც 2000-2002 წლებში იცავდა, - ამის თაობაზე კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
"გრონინგენში" ფეხბურთელის რანგში ვბრუნდები. ახლა ეს ჩემი მიზანია. ფეხბურთში დასაბრუნებლად ვმუშაობ. ჯერ არ ვიცი, ამისგან რა გამოვა, მაგრამ "გრონინგენში" თამაშზე ვოცნებობ", - განაცხადა რობენმა.
რობენი აგრეთვე პსვ-ში, "ჩელსიში", "რეალსა" და "ბაიერნში" თამაშობდა, ნიდერლანდების, ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონია, 2013 წელს კი "ბაიერნის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მან ფეხბურთელის კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა.