იკერ კასილიასი მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის სისტემას იწუნებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასმა ჟურნალისტებთან საუბრისას ფიფა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური რაუნდის წილისყრა გაიმართა.

გოლკიპერი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი გუნდი ერთ ჯგუფში მოხვდა ჰოლანდიის ნაკრებთან, რომლის წინააღმდეგაც ესპანელებმა 2010 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშეს.

B ჯგუფში კიდევ ორი გუნდი ჩილეს და ავსტრალიის ნაკრებებია.

"საქმე ისაა, რომ ზოგჯერ წილისყრის პრინციპი სრულიად გაუგებარია. ასევე აუხსნელია ისიც, როგორ იღებენ ნაკრებები კოეფიციენტებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვადგენთ, რომელი გუნდია სხვაზე უკეთესი. ჩვენი საქმე მოედანზე გამოსვლა და თამაშია,
მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ წესს, რომლის მიხედვითაც წილისყრა იმართება",
- თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014-ის წილისყრა: ვის გაუღიმა ფორტუნამ?
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრის საუკეთესო კადრები [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული