მსოფლიოს ჩემპიონები ვიქნებით
ინგლისის ნაკრები ყველა დიდი ტურნირის მოგებას აპირებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა და ისიც დღემდე სალაპარაკოა. აი, ბრაზილია 2014-ის წინ კი ინგლისელებს, წინა წლებისგან განსხვავებით, ფავორიტთა შორის იშვიათად თუ მოიხსენიებენ და მეტიც, ბევრმა ეს ნაკრები უკვე ჩამოწერა კიდეც მას მერე, რაც როი ჰოჯსონის შეგირდები საკმაოდ მძიმე ჯგუფში მოხვდნენ იტალიასთან, ურუგვაისთან და კოსტა რიკასთან ერთად. თუმცა თავად ჰოჯსონი სკეპტიკოსებს ურჩევს, რომ მათ არ იჩქარონ.

"რასაკვირველია, არ ვთვლი, რომ ტურნირის მოგების ფავორიტები ვართ, მაგრამ არც ჩამოსაწერები გახლავართ, ამ მოსაზრებას ვერ მივიღებ. თქვენ იცით, თუ როგორ წარმატებებს აღწევენ ეს ბიჭები პერიოდულად და თუ ისინი თავიანთ თამაშს აჩვენებენ, შანსი გვექნება" - ამბობს ჰოჯსონი.

ეს სპეციალისტი პოსტზე 2012 წლის მაისში დაინიშნა, ევროპის ჩემპიონატამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ევრო 2012-ზე მისმა ნაკრებმა მეოთხედფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში წააგო. შემდეგ იყო მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ინგლისმა მძიმედ გაიარა და მხოლოდ 1 ქულით გაასწრო უკრაინას. მოკლედ, ჰოჯსონს ახლაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ თავად იგი მიიჩნევს, რომ ნაკრები ვითარდება.

"თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც ამ ორი წლის მანძილზე ფეხბურთელებთან გავწიე. მე ბიჭების მჯერა და მიხარია, რომ ბევრი ნორჩი ტალანტი მოდის. ნელ-ნელა კიდევ უფრო უკეთ დავიჭირეთ ბალანსი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის, ეს აუცილებელია და კარგი იქნება, თუ მსგავსი დეტალების მოგვარებას შევძლებთ. იტალიასთან პირველი მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია და თუ მისი მოგება მოვახერხეთ, ეს დიდი ბონუსი იქნება.

ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ და შემართება არ დაგვაკლდება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ რაიმეს სურვილი არ არის იმის გარანტია, რომ მიზანს მიაღწევ. მეტოქეებიც იაზრებენ თითოეული მატჩის მნიშვნელობას მათთვის და მათი გულშემატკივრებისთვის და ისინიც ანალოგიურად ემზადებიან" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონის ამალა პირველ შეხვედრას იტალიასთან 14 ივნისს მანაუსში გამართავს და ინგლისელთა დამრიგებელი სწორედ ამ ქალაქს ეწვია ატმოსფეროს ასათვისებლად და ეს კომენტარებიც ამ პერიოდში გააკეთა. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ინგლისელებს 19 ივნისს სან პაულუში ურუგვაისთან აქვთ, ხოლო მესამე 24 ივნისს ბელუ ორიზონტეში, კოსტა რიკასთან.

ჰოჯსონი უსაფრთხოების თემასაც შეეხო. მოგეხსენებათ, ბრაზილიაში კრიმინალის არც ისე დაბალი მაჩვენებელია და ქვეყანაში ამ მხრივ იდეალური მდგომარეობა არ არის. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი სიღარიბის დაძლევისკენ გადადგმულ მკვეთრ ნაბიჯებს ითხოვს და ბრაზილიაში ასეთი ფორუმების ჩატარებას თან ეწინააღმდეგება და თან პრობლემების საჯაროდ გამოსამზეურებლად იყენებს.

საპროტესტო აქციები იყო კონფედერაციათა თასის დროსაც და ალბათ, გაგრძელდება მუნდიალის ჩათვლითაც. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ფიფას დედლაინისთვის, ანუ 31 დეკემბრისთვის 6 სტადიონი კიდევ არ იყო მზად. თუმცა ჰოჯსონს სჯერა, რომ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატს ზედმეტი პრობლემების გარეშე, წარმატებულად უმასპინძლებს და პარალელურად, როგორც გუნდის, ასევე ფანების უსაფრთხოება დაცული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო