"ბრაზილია სიხარულით მიიღებს ტურისტებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვლენ, მაგრამ ამასთან, მზად ვართ სექს-ტურიზმთან ბრძოლისთვის. ჩვენ გვინდა, ტურნირი წარმატებული გამოვიდეს, მაგრამ არა - ნებისმიერი საშუალებით.
არ დავუშვებთ, რომ ადამიანები მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ იმედით ჩამოვიდნენ, რომ აქ ყველაფრის უფლება ექნებათ. აქ კანონები არსებობს და ისინი აღსრულდება".
ამასობაში, ბრაზილიაში ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც კომპანია "ადიდასის" მაისურებს უკავშირდება. ხმაური მოჰყვა კომპანიის
ყვითელ მაისურს ბიკინიანი გოგონა და ზედ ორაზროვანი წარწერა ამშვენებს - Looking to Score. მეორე, მწვანე მაისურზე კი გაკეთებულია წარწერა I love Brazil - აშკარად ქალის უკანალის მსგავსი "სტრინგიანი გულით".
ბრაზილიის ოფიციალური ინსტანციებისგან ნეგატიური რეაქციის შემდეგ კომპანია "ადიდასმა" მაისურების მოდელები გაყიდვიდან ამოიღო.