ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს

AutoSharing Option
ბრაზილიელი პოლიტიკოსი ჟოტა სილვა გამოვიდა ინიციატივით, ქვეყნის კალენდარში "შავი ასოებით" შეიტანონ 8 ივლისი, რათა ბრაზილიელებს მუდამ ახსოვდეთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან განადგურება.

სილვას აზრით, გერმანიასთან საკუთარ მიწაზე ჩატარებული მუნდიალის ნახევარფინალში, გერმანიასთან ანგარიშით 1:7 წაგება, ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ბრაზილიის შემდეგ ფინალში არგენტინა დაამარცხა და მუნდიალის გამარჯვებული გახდა, ხოლო მასპინძლები მესამე ადგილისთვის მატჩში ჰოლანდიასთანაც დამარცხდნენ.

"ეს არა დღესასწაული, არამედ ხსოვნის დღე უნდა იყოს. ბრაზილიაში ფეხბურთის დონე კვლავაც ეცემა და დროა, ვკითხოთ საკუთარ თავს: საით
მივექანებით? და ეს დღე შანსი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, რათა ამ შეკითხვას ვუპასუხოთ", - ამბობს ბრაზილიელი პოლიტიკოსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული