გორში გამართული მე-16 ტურის შეხვედრა მასპინძლების შეტევით დაიწყო. ისინი მაღალ ტემპში კომბინირებდნენ, რამდენჯერმე გაჭრეს მეტოქის დაცვის ხაზი და მე-8 წუთზე ლამაზი შეტევა ნიკა ბიწაძის ლელოთი დასრულდა, რასაც მამუკა ნინიძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.
ტაიმის შუაში ‘აკადემია’ გააქტიურდა, მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარა და მიხეილ ორაგველიძეს სინბინიდან 10 წუთში, დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაიტანა. ნინიძემ ორიოდე წუთში ჯარიმითვე უპასუხა, ხოლო შესვენების წინ თბილისელებმა სინბინით გიორგი
მეორე ტაიმი სტუმრების იყო, რომლებმაც ტემპს უმატეს, ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობა მოიპოვეს და სალელოვე შანსებიც მრავლად შექმნეს. დებიუტში ხაზი დავით ჩადუნელმა გაჭრა, ის ორმა მცველმა შებოჭა და ანზორ სიჭინავას დახმარებით ლელოს მაინც მიწვდა. მაგრამ ვიდეო-გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ლელომდე ჩადუნელმა თამაშის წესები დაარღვია.
სტუმრები არ მოეშვნენ, კაცნაკლულებმა ხაზი კიდევ რამდენჯერმე გაჭრეს და ამჯერად სიჭინავამ ლელო წესების დაცვით გაიტანა. მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 57-ე წუთზე ‘აკადემია’ ჯარიმით დააწინაურა და 72-ე წუთზე უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა.
ორიოდე წუთში ‘ჯიქმა’ გამარჯვების ლელო გაიტანა. გიორგი მჭედლიშვილმა ბიწაძეს მოედნის ცენტრში შესანიშნავი ოფლოუდი გაუხერხა, გარემარბი მაღალ სიჩქარეზე ორ მბოჭავს გაექცა და ნინიძემ გარდასახვით წერტილი დასვა - 17:14.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით