დიდი 10: "ბათუმი" "ლელო-სარასენსი" 21:11

AutoSharing Option
© ივანე ბაკურაძე

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ დიდი 10-ის მე-12 ტურში უმასპინძლა, წვიმიან ბათუმში ხელოვნურსაფარიან მოედანზე 21:11 აჯობა და ორიოდე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

სტუმრები დისციპლინამ დააზარალა, ხშირად ჯარიმდებოდნენ და ზღვისპირელების 21-ივე ქულა, კარში დარტყმებით მამუკა ნინიძემ მოინაგრა.

მატჩის დებიუტში მასპინძლები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-20 წუთამდე ორი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმაც გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ნინიძემ შესვენებამდე კიდევ სამი ჯარიმა მიითვალა და ‘ბათუმმა’ ტაიმი 15:6 მოიგო.

შეხვედრის ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის მე-10 წუთზე თბილისელებმა გაიტანეს. მიზანს ფრთაზე აკაკი ტაბუცაძემ უწია, თუმცა გარდასახვა
არაზუსტი იყო. ნინიძემ მორიგი ჯარიმა 64-ე წუთზე გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროზე მეშვიდე ზუსტი დარტყმა შეასრულა და ‘ლელო-სარასენსი’ ბონუსის გარეშე დატოვა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული