"ბათუმმა" გორის "ჯიქს" 136 ქულიანი სხვაობით მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, დიდი 10-ის მე-9 ტურში გორის "ჯიქი" "ბათუმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 139:3 დასრულდა. 

"ბათუმელებმა" პირველივე ტაიმი 73:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი - 66:0.

"ბათუმი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ქუთაისის "აიას" 8 ქულით ჩამორჩება.. 

რაც შეეხება გორის "ჯიქს", 6 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზე იმყოფება და მეხუთეადგილოსან "არმაზს" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რამ გაგამწარათ!????
ზაზა
20:10 22-02-2021
0
რა სპორტზეა საუბარი ლაშა. ცხადია, რომ ამ ჯიქის გუნდი აღარ არსებობს, ანაზღაურებას ვერ უხდიან და მოყვარულები თამაშობენ ან ბავშვები. სოლიდარობის ამბავია უბრალოდ, გაუტანე ვთქვათ 10 ლელო, ხომ შეიძლება დაშოშმინდე? ზუსტადაც ეს ანგარიში ტოვებს არაპროფესიონალურის შთაბეჭდილებას... ანალოგურად, რომ ვთქვათ ფეხბურთში ქუთაისის ტორპედო გაკოტრებული იყო ფაქტიურად და 15-16 წლის ბიჭები ათამაშეს საბურთალოსთან. საბურთალოს შეეძლო 10 ბურთი გაეტანა, მაგრამ 2 თუ 3 აკმარეს და ასეთი მიდგომა სწორია ჩემი აზრით. არის შემთხვევები როცა სიტუაცია გკარნახობს როგორ უნდა მოიქცე
ზურა
00:31 22-02-2021
1

სიახლეები პოპულარული