პირველად - ქართულ რაგბიში ორი ფიჯელი ითამაშებს

AutoSharing Option
ნასენგე ლისალა ჰუგავოუ და ნაჰოლო მელი ნაკუბუ პირველი ფიჯელი მორაგბეები არიან, რომლებიც დიდ 10-ში ითამაშებენ.

უკანახაზელები საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიმატა. მელი ნაჰოლო "ოლბლექსელი“ ვაისაკე ნაჰოლოს უმცროსი ძმაა, შუამარბად და ფრთაზე თამაშობს, ხოლო ლისალა ნასენგე ფულბეკია და შუამარბადაც თამაშობს.

ორივე მათგანს აქვს ახალ ზელანდიაში, "ტარანაკში" თამაშის გამოცდილება, ბოლოს კი სამშობლოში იმყოფებოდნენ, მაგრამ 2020 წელი კოვიდპანდემიის გამო გაუცდათ.

"აიას" მთავარი მწვრთნელი ლევან შარვაშიძე იმედოვნებს, ფიჯელები კარგად მოერგებიან გუნდს და დიდ 10-ს დამატებით ხიბლს შესძენენ:

"ფიჯელებს აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით. ჩვენი
კლუბის პრეზიდენტ გია გორგასლიძეს დიდი ხანია კუნძულელების ჩამოყვანა სურდა. გასული სეზონის შემდეგ გუნდმა დიდი დანაკლისი განიცადა და გვაქვს იმედი, რომ ლეგიონერები გაგვაძლიერებენ. ორივე ხაზის მოთამაშეა და ვფიქრობ, ისინი ქართულ შიდა რაგბის უფრო სანახაობრივს გახდიან. ფიჯელებს ბურთაობა უყვართ, რაც ჩვენი სათამაშო სტილია და ისინი გუნდს კარგად უნდა მოერგონ. კარგი იქნება, თუ ლეგიონერებს სხვა კლუბებიც ჩამოიყვანენ. ეს ჩემპიონატს დამატებით ინტერესს შესძენს და კონკურენციაც გაიზრდება“.

მელი ნაჰოლო: "ვიცით, რომ "აია" დიდი ისტორიის მქონე, ჩემპიონი გუნდია. აქ ჩამოსვლა იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ ახალ კულტურას ვეზიაროთ და გამოცდილება შევიძინოთ. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. "აიას" საწვრთნელი პროცესი დიდად არ განსხვავდება იმ ვარჯიშებისგან, რაც ფიჯისა და ახალ ზელანდიაში გვქონდა“.

rugby.ge

altგულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს

altსაქართველოს რაგბის კავშირი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

altმამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუნკერებმაც ერთი სამხრეთაფრიკელი დაიმატეს
._.
28 იანვარი 2022 16:43
0
პირველი ლიგაში ოზურგეთის არწივებმა დაიმატა ორი სამხრეტამერიკელი
ლაშა
28 იანვარი 2022 16:25
0
ფიჯელები გასაგებია - ზოგადად მხეცები არიან, ძალიან მაგრები და იმედი მაქვს კარგად წაადგება ქართულ რაგბის, ახალ სისხლს შემოიტანს. აი სამხრეთამერიკელებისა კი რა გითხრა, აბა?... :)
დავით
28 იანვარი 2022 17:19
0

სიახლეები პოპულარული