გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!

AutoSharing Option
ლოს-ანჯელესში გამართულ "მსოფლიოს რაგბის" საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის ნოემბრის ტესტებზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ლაპარაკი ექვსი ერის ტურნირის გაფართოებასა და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე. ამასთან ერთად, განიხილება ვარიანტი ექვსი ერის უარესსა და ერთა თასის საუკეთესო გუნდებს შორის გადათამაშების მოწყობის თაობაზეც. ცხადია, 2019 წლის მსოფლიოს თასამდე ეს არ მოხერხდება, თუმცა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება.

"მსოფლიოს რაგბის" გადაწყვეტილება, იტალიის ნაკრებს ტესტებზე შეგვახვედროს, ვფიქრობთ, სწორედ ამას ემსახურება. იტალიელები, თითქოს, მუდმივად გაურბოდნენ ჩვენთან თამაშს. არც
"მსოფლიოს რაგბის" მმართველი ორგანო აიძულებდათ, მაინცდამაინც ჩვენთან მოესინჯათ ძალები. ამჯერად ყინული დაიძრა.

ერთი ესაა, იტალიელებს, სავარაუდოდ, სტუმრად შევხვდებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ადგილობრივი კლუბები უნდა თამშობდნენ ევროზე. ეგრე იტალიამ რომ მომავალ წელს მოგვიგოს, ამით უნდა დავამთავროთ რაგბი? ამიტომ წინსვლისთვის აუცილებელია ადგილობრივი კლუბების თამაში მაღალ დონეზე.
haha
18 სექტემბერი 2017 12:10
0
რატომ არიან ეს ხალხი ესე დარწმუნებულები რომ იტალიას მოვუგებთ და მივანგრევთ?! არც ეგრეა საქმე, ეტყობა არ უყურებენ ექვსი ერის თამაშებს.ეგეც საკითხავია მოვიგებთ???? იმ გრანდებთან რახან აგებენ ჩვენებსაც გონიათ რომ ჩვენც მოვუგებთო იტალიას!!! ღმერთმა ქნას მართლა მოვუგოთ, მაგრამ არც ეგრე იოლად არის საქმე ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, აგერ ნახავთ ბატონებო თუ მოვიგებთ. ვინც რაგბში კარგად არის ჩახედული მე მგონი დამეთანხმება.
goga
18 სექტემბერი 2017 15:09
4
ისეთი დრო შეარჩიეს სათამაშოდ როცა ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლააა :((((
mne
18 სექტემბერი 2017 13:15
2
იტალიაში სადაც არ უნდა ჩატარდეს ბიჭებს ქართველის ქომაგობა არ მოაკლდება.
ემიგრანტები ყოვეთვის მზად არიან ბორჯღალოსნების გუშემატკივრობისთვის და იტალიაში ერთ ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა ქართველობის
ასე რომ ბიჭებს გულშემატკივარი არ მოაკდლებათ
რაგბი ჩვენი თამაშია
18 სექტემბერი 2017 16:01
3
მეც ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიჭირდება. რომ მოვიგოთ, ძალიან დიდი სხვაობით უნდა ვჯაბნიდეთ, თუნდაც რუმინეთს, ესპანეთს, აშშ-ს და ა.შ. იტალია ექვსი ერის გუნდებთან თამაშობს მუდმივად და ჩვენ რამდენიც ვითამაშეთ პირველი ეშელონის გუნდებთან... შედეგები კი ვიცით. ღმერთმა ქნას, რომ მოვიგოთ.
ნათია
18 სექტემბერი 2017 16:59
0
როგორც იქნა, ისე უნდა მივანგრიოთ იტალია პატრონს ვერ ცნობდენ
აფხაზი
18 სექტემბერი 2017 13:25
9
ან, პატრონი ვერ ცნობდეს.
guri
19 სექტემბერი 2017 11:20
0
და ეს მერაბა კვირიკასვილი კიდევ იტამაშებს?
zaza pachuliaaviT
18 სექტემბერი 2017 16:32
8
Iaponiashi gadawydeba 6eris girsni vart tu Ara da swored rom mandve gamochndeba chveni realuri,mozrdili "klanchebi"
Oto
18 სექტემბერი 2017 12:22
0
შესანიშნავია!
qomagi
18 სექტემბერი 2017 11:47
1
ნაკრებს ჭირდება ეხლა გორგოძე, ტუ ითამაშებს მაგ თამაშს მემგონი არაფერ დაშავდება, საერთოდ მე ეგოისტური ნაბიჯი მგონია ნაკრებიდან წასვლა, რას ქვია მიდიხარ?! ნაკრები ჯარივითაა და თვითონ გადაწყვეტს როდის გამოგიძახოს და როდის არა. თუ საჭირო ხარ უნდა ითამაშო.
Gio
19 სექტემბერი 2017 08:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული