6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელი სტივ ბრაუნი ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებს მოუწოდებს, უფრო პროგრესულად შეხედონ ამ ტურნირის გაფართოების თემას.

dailumail.co.uk-მა პუბლიკაციას შემდეგი ქვესათაურები დაურთო:

* სტივ ბრაუნს სურს, ევროპელმა ბოსებმა განიხილონ ექვსი ერის გაფართოების საკითხი.
* საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც შეიძლება ტურნირს მეშვიდე ერად დაემატოს.
* საქართველო მსოფლიოს რეიტინგში იტალიაზე წინაა და თბილისში თამაშზე 60 ათას ქომაგს უყრის თავს.
* საქართველოს შეუძლია ოფიციალური განცხადებით მოგვმართოს მას შემდეგ, რაც მომავალ წელს იტალიასთან ტესტმატჩს გამართავს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ
უფრო გახსნილები. მსოფლიო იცვლება, იცვლებიან ქომაგები, მათი ინტერესები და ეს ყველაფერი სულ უფრო რთული ხდება", - თქვა სტივ ბრაუნმა.

ინგლისის რაგბის კავშირის შეფი საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა. თუ ის, ანუ ინგლისი საქართველოს ექვს ერში ჩართვას მხარს დაუჭერს, ვფიქრობთ, ექვსი ერის სხვა წევრები ვერ შეეწინააღმდეგებიან. იტალია კი, სავარაუდოდ, გაფართოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იქნება, ოღონდ კი ექვსი ერის დატოვება არ მოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
სულსწრაფობა დაგვღუპავს! მაგათთან წაგებებითაც დაიღლებით და მერე გინებას დაუწყებთ ბიჭებს
zura
11 ოქტომბერი 2017 15:34
0
6 ერამდე კიდევ ძალიან შორს ვართ სამწუხაროდ... მანამდე ჯობია ცოტახანი ოკეანელებთან თამაში...
zura
11 ოქტომბერი 2017 15:32
3
გთხოვთ ორიგინალი სტატიის ლინკი მიუთითოთ
რამაზ
06 ოქტომბერი 2017 14:23
0
ნეტე რა ხელმა დაამინუსა შეფასებაში ეს შესაშური სიახლე?
რეზო
06 ოქტომბერი 2017 13:29
0
მე 3 მინუსი ჩემია, :) ვინ დაამინუსა მეთქი აბა ვნახო და გამოვიდა რო მეც დავამინუსე. ეხლა აღარც მაპლიუსინებს. ვერც ისინი ვნახე ვინ დაამინუსა.
ბექა
08 ოქტომბერი 2017 13:01
0
სამწუხაროა,რომ ნიჟარაძე აღარ არის რაგბის კავშირის თავმჯდომარე.გახსოვთ შეგვპირდა:ნაკრებს მსოფლიოზე ვათამაშებო და ათამაშა,მერე მსოფლიოზე ერთ თამაშს მოვიგებთო და მოვიგეთ,შემდგომ მსოფლიოზე ორ თამაშს მოვიგებთო და მართლაც თორმეტ საუკეთესოში მოვხვდით თან ძალიან ღირსეულად.გვპირდებოდა ექვს ერში ვითამაშებთო და არ აცალეს. მსოფლიო რაგბში ასეთი ავტორიტეტული და ღირსეული წარმომადგენელი არასოდეს გვყოლია.
888
06 ოქტომბერი 2017 11:11
1
Mtavari eseni arian inglisi uelsi shotlandia irlandia da italias yvelaze metad unda rom gapartovdes. Magram yvrlaze uket qartvelebs ra shegvidzlia ragbshi prangebma ician.... anu mat unda daecyot saubari chvens cinsvlaze ingliselebs kiara..... arada piriqitaa prangebi ar gvtvlian girsad 6 ershi rom viyot...arada qartvelic yoliat nakrebshic da exlac tvali aqvt dadebuli qartveli moragbe rom atamashon tavistan. Dz ragacnairi xalxia es prangebi.
Roma
06 ოქტომბერი 2017 10:37
0
გორგოძემ თქვა რომ ჯობია ჯერ ოკეანელებს ვეთამაშოთო, და რატომ არ უჯერებთ, მერე მაგათაც ისე რომ მოვუგებთ როგორც ერთა თასის გუნდებს ვუგებთო მაშინ მოვითხოვოთ 6 ერიო. ეს არის სწორი გზა ნამდვილად, დაიჯერეთ რა.
2
05 ოქტომბერი 2017 18:28
3
უელსს თუ მოუგეთ , რომლის გაკეთებაც ძალიან რთული იქნება . აქეთ დაგვიწყებენ ხვეწნა-მუდარას, თანაც წელსვე .
პატრიოტი
05 ოქტომბერი 2017 18:23
1
ბიჭო, მაგათ ვისი მიღებაც მართლა უნდათ - ეს არის ამერიკა. ჰო, გაუსწორეთ თვალი ნამდვილ მოწინააღმდეგეს, და ჩვენ მათ მაგაში მაგარი თვალებშ ვეჩხირებით, უნებლიედ ძალიან ვუტრაკებთ და მაგარ ხელს ვუშლით. ზუსტად მაგიტომაცაა რომ გასვლაზე მოვუგეთ თუ არა ეგრევე დაგვინიშნეს გამოსვლაზე მეორე თამაში, რევანშზე მოდიან ბიჭები. ვითომ მართლები არიან რომ ამერიკა მერე რაგბს მთელ მსოფლიოში გახდისსპოპულარულს, მაგრამ ჩვენ ამხელა ჩაღვრილ სისხლს და ოფლს რას უშვრებიან, ბიჭების წარმოუდგენელ გმირობაა, ამხელა შეუძლებელი ნახტომი რომ გავაკეთეთ, ერთი ციცქნა ერმა ასფალტიდან რომ დავიწყეთ და მე7 გუნდი რომ ვართ კარებზე ვუბრახუნებთ რაც შეგვიძლია, უსამართლობაა ჩვენ რომ განვითარების შანსი არ მოგვეცეს. ესენი გაგვაფუჭებენ ბიჭო ამათ თუ ველოდეთ, ან დროზე ოკეანალებში უნდა გავიდეთ ან ნამიბიასთან და რუმინეთთან ერთად რამე ახალი ლიგა შევქმნათ. ოკეანელები ყველას ჯობია
Expert
05 ოქტომბერი 2017 18:04
2
ექსპერტ) სადმე კანდიდატებში როდესმე წაიკითხე ამერიკა? რა უნდა ძმაო ევროპაში ამერიკის გუნდს? )
GEO
11 ოქტომბერი 2017 11:13
0
შე კაი კაცო ამერაკას ექვს ერში რა უნდა? აქ სულ ევროპული გუნდებია
levo
06 ოქტომბერი 2017 10:21
0
"ავშენდით!!!" (როგორც ეს კინოფილმ "შერეკილებშია"). სერიოზულად კი, ჯერჯერობით არ მჯერა რომ კონსერვატორი ინგლისელები (და სხვა ევროპელებიც)
6 ერში ჩვენ მალე მიგვიღებენ, თუნდაც იტალიის ძლევის შემთხვევაში. თუმცა, ძალიან კარგია რომ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისგან წამოსული "სიო" უკვე "ქარად" იქცა. ხოლო იმისათვის რომ "ქარიშხალი" გახდეს და 6 ერის კარი ჩვენთვის შეანგრიოს, ჯერ ნოემბერში თბილისში 2-ვე ტესტი უნდა მოვიგოთ და უელსში ღირსეულად ვიბრძოლოდ, შემდეგ 2018-ში იტალიასთან ვიმარჯვოთ და ბოლოს, გვირგვინი იქნება 2019-ის მსოფლიოზე მინიმუმ 2 თამაშის მოგება (ფიჯისთან მატჩი გადამწყვეტია). ეს ყველაფერი თუ შევძელით, მაშინ 6 ერში შესვლა რეალურია!
qomagi
05 ოქტომბერი 2017 17:27
0
მე მგონი მართალი ხარ,ეს საუკეთესო ვარიანტშია,მანამდე კი უბრალოდ გამორიცხულია.ორ წელიწადში ჩვენი ახალგაზრდულის უკანა ხაზელები საკმაოდ მომძლავრდებიან და მომდევნო ციკლში უკვე სხვა საფეხურზე ავალთ,მთავარია დიდი შეცდომა არ დავუშვათ.ჩვენი ნაკრები ორ წელში გაცილებით მძლავრი იქნება,იტალიას კი კაპიტანი პარისი,რომელიც ნახევარი გუნდია,რამდენი წელი ეყოლება კიდევ?არ ვიცი რამდენი წლისაა მაგრამ მის გარეშე იტალიას, ახლაც შედარებით ადვილად მოვუგებთ ჩემი აზრით.
სოსო
11 ოქტომბერი 2017 21:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული