მერაბ შარიქაძე: კანადასთან ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კანადასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, კანადის ნაკრები იმაზე უფრო ძლიერი გუნდი იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო.

ჩვენ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი გავახაროთ. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა, დამაიმედებელი მოთამაშე გვყავს.

შესაძლოა, კანადა მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქე იყოს, მაგრამ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ და შაბათს შეძლებისდაგვარად ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ", - თქვა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კანადას შორის მატჩი 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული