ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩში "დინამო არენაზე" კანადა გაანადგურა 54:22, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი შეგირდების გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

მისი თქმით, პირველი სერიის შეხვედრა მუდამ რთულია, ახალგაზრდებმა თავი ჩინებულად წარმოაჩინეს, ადრე რომ ეთქვათ, ასეთ მოწინააღმდეგესთან 54 ქულას აიღებდნენ, დაუჯერებელი იქნებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და თამაშის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ უელსთან დაპირისპირებისთვის სათანადოდ მომზადებაა აუცილებელი და ყველაფერია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მილტონს გაუგრძელეთ კონტაქტი, რა ცესია წლის ბოლომდე რომ აძლევთ მილტონს კონტაქტს დაქცეული ფეხბურტის ნაკრების მწვრთნრლს ოწლიანი კონტრაქტი და მილიონები მისცეს. Aეს კაცი კი აქ ჩამოვოიდა სული და გული ჩადო რაგბში და კონტრაქტის გაგრზელება სანატრელი უნდა ქონდეს? სურცხვილი რაგბის ფედერაციას.
giio
01:02 12-11-2017
2
ძალიან კარგი თამაში, ალბათ ერთერთი საუკეთესო ჩვენი ნაკრების შესრულებით. ბიჭები ძაან მოტივირებული იყვნენ და 2 ბრწყინვალე ლელო, რომლებიც შესაძლოა ამ წლის საუკეთესო ლელოდაც დასახელდეს.
საღოლ!
23:40 11-11-2017
2

სიახლეები პოპულარული