მერაბ შარიქაძე: პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კანადასთან მოგების შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანადამ მოდუნების საშუალება არ მოგვცა და გუნდის მიერ მოპოვებული 54 ქულა ამის შედეგია.

"გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა ჩვენს ქულას მეტოქემ მალევე უპასუხა. შედეგად, ჩვენ მოედანზე მინიმალური დრო ვიყავით მოდუნებულნი და ვფიქრობ, ეს 54 ქულაც ამის გამო მოვაგროვეთ.

მიუხედავად ამისა, ამ თამაშის განხილვას გაშვებული ლელოებით და დაშვებული შეცდომებით დავიწყებთ და პირველ რიგში, ნაკლოვანებების გამოსწორებას ვეცდებით".

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22
[VIDEO]


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბის კავშირის საიტი უკეთეს ქართულს იმსახურებს!..
0
თქვენ შემოგევლეთ, აი გუნდი და გუნდურობა, არავითარი ქედმაღლობა და გამარჯვებით ტკბობა. თამაშის შეფასებისას ძირითადი აქცენტი დაშვებულ შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზე.იქნებ ფეხბურთის ნაკრები ცოტა ხნით მაინც ჩაგვებარებინა დიქსონისათვის, იქნება რამე მაინც ისწავლონ (ამას რასაც ეხლა ჩვენი ნაკრების შესახებ ვამბობ, ვამბობ დიდი გულისტკივილით და არავითარი ნიშნისმოგებით), ხოლო რაც შეეხება რაგბისტებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ დიდ ექვსეულში ან ექვსეული გადაკეთდება დიდ შვიდეულად.
ლევანი
16:19 13-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული