უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ეს იყო მეტი ვიდრე თამაში ეს იყო ბრძოლა,ბრძოლა გმირული და წაგება რომელიც მოგებას უდრის. ყოჩაღ ბიჭებო შემოგევლეთ. ღმერთმა თქვენი ოჯახები გაატაროს. მადლობა ყველას. ..
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:57
4
დიდი მადლობა ქართველ ვაჟკაცებს!გულით,სულით,ხორცით და სააშქმით -ნაღდ ქართველებს!
აშკარად გამოჩნდა, რომ ამ დონეზე მეტი თამაშების შემთხვევაში 2-3წელიწადში უელსს წამოვაქცევთ,დღესაც შეიძლებოდა ფრე გაგვეხერხებინა,ცოტა მეტი ფანტაზია და რწმენა,რომ გამოევლინათ და მსაჯს არ დაესვენებინა ზედმეტად -შეცბუნებული უელსელები, მაგრამ არა უშავს,მთავარია ,რომ ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ე ბ ი ც მოვა!


წინ ქართველებო!
დავით ღონღაძე
18 ნოემბერი 2017 22:32
0
ბოლოს შერკინება რატომ არ მოითხოვეს ?? მე მგონი იაპონიაში კარგად გამოვალთ წინსვლა აშკარაა ცოტა სისწრაფეებში გვიჭირს მაგრამ სწორი მუშაობით შედეგი იქნება
nnn
18 ნოემბერი 2017 20:56
2
მოითხივეს მაგრამ უელსი არ დადგა. შტაბმა ტრამვა აქვთო. თავი აარიდეს. სირცხვილი
Gg
18 ნოემბერი 2017 21:56
0
აუტში ბოლოს იმიტო გადააგდეს რო უელსი ჩაფახდა. ბურჯის ნაცვლად ჰუკერი გამოუშვეს და მიწოლა აღარ შეიძლებოდა
zura
18 ნოემბერი 2017 22:29
0
ყველა გამოხმაურება
დავამტკიცეთ რო ღირსები ვართ. ვეღარაფერს იტყვიან საერთოდ. უელსმა ბოლო წუთზე იკადრა სახლში. იკადრა ის რო შერკინებაში არ დაგვიდგა. მაგ საქციელი გამო ინგლისელები შეიძლება საერთოდ აღარ ეთამაშონ :D :D: D გენაცვალეთ ბიჭებო ყოჩაღ.
ukleba
18 ნოემბერი 2017 20:51
0
საოცარი თამაში გამოვიდა საოცარი, მით უფრო როდესაც ჩვენების ესეთ თავდადებას და ბრძოლის ჟინს უყურებ. უდიდესი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.!!!
ლაშა
18 ნოემბერი 2017 20:49
0
ბოლო ჯარიმაზე მსაჯმა მიწოლის უფლება არ მოგვცა და მაგიტომ აირჩიეს ჩვენებმა დერეფანიბთორე 100 % იანი საჯარიმო ლელო ჰქონდა უელსს გადებული. უკვე ნერამდენედ ხდება რომ გუნდს შერკინებაში ვჩაგრავთ და მიწოლის უფლებას არ გბაძლევენ. მასე იყო ნიბიასთან, ესპანეთთან და დღეს უელსი მსაჯს ეხვეწებოდა პირველხაზელო გაგვისინბინე და მიწოლის უფლება მაინც არ მისცეო, უელსიიი! ბავო ბიჭებს, ბრავო!
18 ნოემბერი 2017 20:53
0
ასე თუ მიჭირხვნავდენ არ მეგონა. ამ თამაშის მერე იტალიას მგონი კარგი არაფერი ელის გაისად. საღოლ ბიჭებს! უმაგრესი ბრძოლა ჩაატარეს.
ანდრი
18 ნოემბერი 2017 20:53
0
ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.მე ვამაყობ ამ გუნდით.
ივერი
18 ნოემბერი 2017 20:50
0
ამდენი არასდროს არ მინერვიულია........როცა ასე ახლოს ვიყავით მოგებასთან.......ამ დონის თმაშები უფრო მეტი გვჭირდება, უფრო მეტი.........და ყველაფერი კარგად იქნება........... გაოცებული ვარ ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაშით........ძალიან მიხარია და ვამაყობ ჩვენი რაგბისტებით....... მადლობა თქვენ, რომ არსებობთ!!!!!!
ლევანი
18 ნოემბერი 2017 20:46
0
ჩვენებმა უელსს ლეჩაქი დაახურეს.
ეს წაგება დიდ გამარჯვებას უდრის სინამდვილეში.
დღეს ბიჭების დამსახურებით ქართული რაგბის ახალი ეპოქა დაიწყო. 2017 წლის 18 ნოემბერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ.
imereli
19 ნოემბერი 2017 00:10
0
მადლობელი ვარ ბიჭების იმისთვის, რომ თავს უფლებას მივცემ და უკმაყოფილებას გამოვთქვამ დადებული და ტაბლოზე აღნიშნული შედეგისთვის!!!
ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ და მეამაყებით!
წინ საქართველო!!!
ზვიადი
18 ნოემბერი 2017 20:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული