მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია

AutoSharing Option
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკინებას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას
ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:


„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:


„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 46 /
ასეა ეს-ს
არ გესაქმება და დაეტიე სახლში. ვისაც გვესაქმება, ისინი გაგვატარე
Irakliy
19 ნოემბერი 2017 07:32
0
სიმართლე ისაა რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ,ამიტომაც ბოლომდე ძალისმიერი შეტევით გვინდოდა ლელოს დადება.განსხვავება ტოპ გუნდებსა და ჩვენ შორის სწორედ იმაშია რომ ჩვენ ვჭიდაობთ და ისინი თამაშობენ.სანამ კომბინაციურ ხელით თამაშს არ ვისწავლით 6 ერში არაფერი გვესაქმება.
ასეა ეს
19 ნოემბერი 2017 02:21
17
კი არ ვჭიდაობდით შერკინებებს ვიგებდით რაც რაგბის ერთერთი კომპონენტია და ვინც რაშია ძლიერი იმას იყენებს
nnn
19 ნოემბერი 2017 10:44
0
გეთანხმები რომ ხელით თამაშში სუსტები ვართ, მაგრამ ყველა გუნდი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველას თავისი კოზირი აქვს რითიც აღწევს შედეგს, ასე რომ ექვს ერში რა გვესაქმებაო ეგრე ნუ იტყვი
dato
19 ნოემბერი 2017 09:32
0
ყველა გამოხმაურება
გენაცვალე მელიტონ მაგარი კაცი ხარ!!! რაც შეეხება შერკინების ამბავს, 100%-იანი მანიპულაცია იყო და უელსელი გულშემატკივარი სტვენით შეხვდა იმ ფაქტს რომ საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს ამ "ტუფტა" გდაწყვეტულების მიღებას! მათი გულშემატკივარი მაგარ რაგბს არის მიჩვეული და მათთვის ასეთი ხრიკებით ფონს გასვლა მიუღებელი იყო, თუმცა რა საკვირველუა ლელოს არ მიღება ერჩივნათ:) მაინც ჩემს აზრზე ვარ რომ ბოლოში უნდა გაგვეშალა თამაში და ლელოს დავდებდით!:)
პაატა
19 ნოემბერი 2017 01:06
1
ბიჭებო არ აღელდეთ და იდარდოთ წაგების გამო. ყველა გულშემატკივარი თქვენით ამაყობს
გგ
19 ნოემბერი 2017 01:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული