BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ბიჭოოო 6 ერის დონეზე არ ვართ, მაგრამ რუმენთთან და რუსეთთან ვერ განვითარდები მარტო, იმიტომ ვითხოვ ექვს ერს ვაააააა, და გარწმუნებთ იტალიას ამ თამაშით გავხევდით შუაზეე!!!
გიორგი
19 ნოემბერი 2017 14:14
0
იტალიას გავხევთ კიდეც გაისად. თუ არ ვცდები ჩვენების შეფასებაში, გუშინდელის გამოყოლილ ბრაზით ჩვენ მომავალ ნაკლებად ტიტულოვან მეტოქეებსაც არ აცდებათ დიდი ანგარიში, მათ შორის ამერიკას და რუმინეთს, ესენი ჩვენთვის მძიმე ესპანეთსაც გაუშვებენ ორბიტაზე. შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით გაზაფხულის მერე ძალიან მოუმატა ნაკრებმა.
ანდრი
19 ნოემბერი 2017 20:42
0
იტალია 6 ერის გუნდი არ არის?უელსის ამ შემადგენლობას ერთი კვირის შემდეგ კიდევ შევხვდეთ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს,არც შოტლანდიასთან შევირცხვენდით ამ თამაშით თავს და რატომ არა ვართ 6 ერის გუნდი,აღარ მესმის.ჩვენ ახლა უკვე არავისი აღარ გვეშინია.შეიძლება წავაგოთ,მაგრამ ამ თამაშით, ეს იქნება ღირსეული დამარცხება ნებისმიერ მათგანთან.იტალიას კი შენც ამბობ,რომ დავანგრევდითო და მეც გეთანხმები.
სოსო
19 ნოემბერი 2017 19:06
0
ყველა გამოხმაურება
კი არის საქართველო დიდი გუნდი, მაგდენ რამეს რომ უყურებთ, შეხედთ რამდენს ხარჯავს სხვები? ესპანეთმა და შარშან უკვე გერმანიამ სპორტულ პრიორიტეტებში შეიყვანა რაგბი, პირდაპირ ნადირობა მიდის კუნძულელებზე, სამოას უკვე თავის აღარავინ დარჩა ხეირიანი ყველა გაიკრიფნენ სხვა ქვეყნებში, რა არის აქ დასამორცხვი და ილუზორული შეგვიშვან და ვნახოთ მერე, გამოცდილება რომ გვქონოდა გუშინ იმ თამაშს, იმ შერცხვენილ უელსელებს კაცი ვერ ნახეს რომლებმაც, გავბდღვნიდით ნაზამთრალი ინდოურივით.
saertotuayvelasia
19 ნოემბერი 2017 14:11
1
რაგბის მცოდნეებს: ბოლოს მასიურ მძალების დროს ბევრი უელსელი გვყავდა ჩათრეული და კარგი მწვრთნელი ფრთაზე ბურთის გატანას დაავალებდა(უფრო სწორად კომბინაცია უნდა იყოს დამუშავებული)შეიძლება ვერ გამოსვლოდათ მაგრამ მცდელობა საჭირო იყო მითუმეტეს დრო გაწითლებული იყო საფრთხე უკვე აღარ გვემუქრებოდა დაკარგვის შემთხვევაში. და მაინც ჩემ აზრზე ვრჩები მადლობა მილტონს მან ამოწურა ნაკრებში თავისი თავი!
კახა
19 ნოემბერი 2017 13:20
28
ალბათ მონიშნულიც გყავთ მილტონის შემცვლელი , მიშა ხომ არ ქვია სააკაშვილი ხომ არ არის გვარად?
ჰეიგი
19 ნოემბერი 2017 14:13
9
არ გინდა რა ეს პროფესორობა თუ ძმა ხარ... თუ მაგდენი იცი იმასაც უნდა ხვდებოდე რო ბურჯის გასინბინებისას დარტყმითი უპირატესობა ჩვენ გვქონდა და ბიჭებიც მაგას ცდილობდნენ... ჰეიგზე კიდე ამოწურაო ჰარიფი თუ იტყვის მარტო....მელიტონა 2019-ის მსოფლიოზე უნდა იყოს აი მერე კიდე შეიძლება ლაპარაკი მისი უფრო ცნობილი მწვრთნელით ჩანაცვლებაზე...
მიროსან
19 ნოემბერი 2017 14:09
0
ყველა გამოხმაურება
ილუზიებსაც ნუ შევქმნით ჯერ არ ვართ 6 ერის დონეზე ისევ მაგ გუნდებმა უნდა ამოგქაჩოს მაგრამ არ იზამენ. შეიძლება წელიწადში 1 ან 2 შეხვედრა იყოს, რაც ძალიან ცოტაა.
ებიჯო
19 ნოემბერი 2017 13:02
5
თითქოს მაქსიმუმზე ითამაშეს ჩვენებმა მაგრამ ჩემი აზრით მეტის პოტენციალი აქვთ და უფრო კვალიფიციური მწვრთნელი შედეგს დადებდა.
კახა
19 ნოემბერი 2017 12:44
36
ჰეიგზე უფრო კვალიფიციური მწვრთნელი ვინ გინდა?

თერაპევტი დიმიტრი გელოვანი ხომ არ გინდა, ჰა?
)))
19 ნოემბერი 2017 13:25
1
"მეტი კვალიფიციურ"-ში რას გულისხმობთ? რა კრიტერიუმით? ნახეთ ჩვენი კლუბების პრაქტიკა, დონე და ამ ფონზე უელსს კარდიფში თანაბრად ეთამაძება ნაკრები.. რა კვალიფიკაცია დაეწუნება ჰეიგს? ასე უაპელაციო განცხადებები.....
გიორგი
19 ნოემბერი 2017 13:22
1
ყველა გამოხმაურება
მსოფლიო რაგბმა ექვსი ერის ალტერნატივაზე უნდა იზრუნოს - საქართველო, არგენტინა, ოკეანიის ქვეყნები, იაპონია. ტერიტორიულად შორს არიან, მაგრამ წელიწადში 6-6 თამაში რომ გამოვიდეს, ძალიან კარგი იქნება.
მერაბი
19 ნოემბერი 2017 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული