უდავო შერკინება
მოხდა უსამართლობა და ამას შეუძლებელია ირონიის გარეშე შეხედო.
არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ავსტრალიის "ტვიკენჰემში" გამოცდაზე. ჩვენს წინაშეა საქართველო.
აი, ისინიც, მამაცი ლელოელები, გამწკრივდნენ უელსელთა ხაზთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, რათა თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტონ მატჩის ბედი. ისინი 7 ქულას აგებენ. შანსი აქვთ, მათი შერკინება გიგანტურია, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება მართებთ.
თუმცა, უელსმა მანიპულაციას მიმ
მოგვიანებით უელსელთა მწვრთნელმა უორენ გატლანდმა თავი იმართლა, რომ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და მისი მორაგბეები მართლა ტრავმირებულნი იყვნენ.
ქართველთა მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საკითხის გამწვავებას მოერიდა. დღემდე ამ ეპიზოდზე არავის არაფერი დასცდენია, არაფერს ვამბობ მის განხილვა-გამოძიებაზე. არადა, იმ მომენტში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი უნდა ჩარეულიყო და დაედგინა, მართლა ტრავმირებულნი იყვნენ თუ არა მასპინძელი გუნდის მორაგბეები და შეეძლოთ თუ არა შერკინებაში მონაწილეობა.
რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ იცვლებიან მოთამაშეები თუ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ მოედანზე? ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი თამაშის თავაზიანობის, კეთილსინდისიერებისა და ღირსების საქმეა.
ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შურს იძიებს "ექვსი ერის" (ან შესაძლოა, შვიდის) ფარგლებში.
დიახ, ისინი ამაში შეზღუდულნი არიან, მაგრამ იბრძვიან. ეს მათი მოვალეობაა.
- ვიტო კოლელიშვილი: საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს
- ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]
- BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
- "დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან
საზარელი რამ მოხდა... იმ უსამართლობამ რაც მოხდა, გვაიძულა გვეფიქრებინა ის, რომ მოგვეგლიჯა ყურსასმენები, დაგვეგლიჯა ხელებით და გაგვენადგურებინა ყველაფერი რაც კი გარშემო გვქონდა. არა, არა ეს არ იყო ავსტრალიის წინააღმდეგ თამაში ტვიკენჰემში. კიდევ წინ გადავახვიოთ, თუ შეიძლება. Dიახ, ბატონო, ზუსტად ახლა, ჩვენს წინაა საქართველო, ის ჩვენს გონებაშია. აი ისინიც, მამაცი ლელოელები, უელსის ქალაქის, ალაყაფის კარებთან არიან მომდგარი თავისი ჯარით და მათი შემტვრევა ძალუძთ. სულ რაღაც 7 ქულა აშორებთ მათ ამისაგან, მაგრამ ისინი დააყენებებ თავიანთ, გამანადგურებელ და გიგანტურ შერკინებას... შანსი მოვა... შანსი უკვე აქ არის, უბრალოდ სულ ცოტა მოთმინება უნდა ქართველებს... (ქართველებმა ვიცით მერე რა მოხდა). გავაგრძელოთ აბზაცი - უნდა მოიცადონ ქართველებმა! მთავარია არ მოეშვან, ეს ნერვებზე თამაშია, რაც არ უნდა მოხდეს, ქართველები მაინც გამოიყენებენ თავიანთ იარაღს... მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთი, უელსი გამოვიდა წყობილებიდან, დაიწყო უაზრო შეცვლები, ასევე 3-4 წუთი დაუთმეს ბრიტანული ერის გადარჩენას. მათ ეს წუთები შესწირეს ნაციონალურ იდეებს და ვუალა - ქართველები დერეფნიდან აწვდიან ბურთს. ეს არ უნდა მომხდარიყო... ქართველების ვაჯკაცობას, ყურსასმენები მოერია, ლელოების შეუჩერებელ ენთუზიამს, გატლანდის საკაბელო სადენებმა ბოლო მოუღო...
აღარ გავაგრძელებ... ვწერ, ცრემლი და ბოღმა მახრჩობს... ჩვენი დროც მოვა მისის გატლანდ...მერე ეგ ყურსასმენები აღარ გიშველის.. მაგიანად შეგიტანთ ლელოში...
P. S. ნამდვილი მამაცობა მზად არის შეხვდეს ნებისმიერ უსამართლობას და დარჩეს ხელშეუხებელი, როგორი უბედურებაც არ უნდა მოჰქონდეს მას...