ამერიკის მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გვეწვია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები თბილისს 28-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ეწვია. `არწივებს" ამჟამად დროებით მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი დეივ ჰიუტი მოძღვრავს.

გუნდის შემადგენლობაში 11 ლეგიონერია. მათგან ყველაზე გამორჩეულები სამუ მანოა (ტულონი), ბლეინ სკული (კარდიფ ბლუზი), ეი ჯი მაკგინტი (სეილ შარქსი) და გრეგ პიტერსონი (გლაზგო) არიან. გასულ უქმეებზე ამერიკელებმა ფრანკფურტში გერმანიის ნაკრები დაამარცხეს 46:17. `არწივების" ძირითადი შემადგენლობის 15 მორაგბიდან შვიდი ნატურალიზებული ამერიკელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეხვედრებში აშშ-ის ნაკრები 3:2 გვიგებს.

მატჩი `ბორჯღალოსნებსა" და `არწივებს" შორის შაბათს, ვაკეში 18 საათზე დაიწყება.

აშშ-ის ნაკრები:
ნეით აუგსპურგერი,
მარსელ ბრეში, ნეიტ ბრეიკელი, ბრაის კემპბელი, ნიკ ჩივეტა, შონ დევისი, სემ დოლანი, ენდრიუ დურუტალო, ჟან პიერ ელოფი, ერიკ ფრაი, ჰანკო ჰერმესუისი, ოლივიე კილიფი, ტონი ლამბორნი, ბენ ლენდრი, ეი ჯი მაკგინტი, ვილ მაგიი, სამუ მანოა, პიტერ მალკოლმი, რაიან მატიასი, გრეგ პიტერსონი, ჯონ ქვილი, პედი რაიანი, ბლეინ სკული, დევიდ ტამეილაუ, ჯო ტაუფეტეე, მაიკ ტეო, დინო ვოლდრენი, ჯოშ ვიპი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეგჭამთ, გადაგთელავთ და თან გითანაგრძნობთ. 60:6 სავარაუდოდ
roma
13:47 23-11-2017
0
აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ამერიკელები. გავათანაბროთ მოგებები, შემდეგ შეხვედრებზე კი ვაჯობოთ.
ლევანი
11:22 23-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული