საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ადმინ! სამსახურში არ ხარ ჯერ თუ ჯერ ადრეა? ))))
bs
27 ნოემბერი 2017 11:18
0
არ მომეწონა თამაში, არ მომეწონა რომ ძლივს ვიგერიებდით მათ შეტევებს, რომ მათი უკანა ხაზი ჩვენსაზე სწრაფი და ჯანიანი იყო, არ მომეწონა რომ მეორე ტაიმში ქულაც კი ვერ ავიღეთ, არ მომეწონა, რომ მოლებში გვათრიეს, არ მომეწონა რომ აუტებში არ ვიყავით დამაჯერებლები, არ მომეწონა რომ აუტების მერე ჩვენი მოლები მათ ვერ ძრავდა. არ მინდოდა წაგება, მოვიგეთ, მარა იქნება დასაფიქრებელია ბევრი რამ რაც იმ თამაშმა გვიჩვენა. მილტონ ჰეიგის შეფასება-კომენტარი მაინტერესებს, სადმე დაიდო მისი კომენტი ამ თამაშის?
bs
27 ნოემბერი 2017 10:22
0
გადავრჩიიიიით! რომ გაეტანა გარდასახვა, ჩვენ შევუტევდით, დრო ცოტა იყო, ვერაფერს გამოვრჩებოდით და ვიტყოდით არ გაგვიმართლაო, არადა ფაქტტი ის არის რომ მეორე ტაიმში ქულა არ გაგვიკეთებია! გესმით? 1 ქულაც კი!!!
სისწრაფე არ გვყოფნის, სისწრაფე, ათასჯერ და კიდევ მეტჯერ სისწრაფე!შერკინებას თუ მაინდამაინც არ ვთხოვთ სისწრაფეს, უკანა ხაზში მოწინავე ქვეყნების დარი არც სისწრაფე გვაქ და არც ჯანი(!). იშვიათი გამონაკლისების გარდა (მათიაშვილის ლელო) თითქმის ყველა გვჯობნის სპრინტში.
მოგება კარგია, მარა თვალები უნდა გავახილოთ და მივხვდეთ, რომ უბრალოდ გადავრჩით.
bs
27 ნოემბერი 2017 10:15
0
მოგება მოგებაა, წაგება კი წაგება! გულდაწყვეტილი ამერიკელები წავიდნენ, დამარცხებულები, რაც არ უნდა ილაპარაკონ, კარგად ვითამაშეთო. ჩვენც იგივე სიტუაცია გვქონდა უელსთან, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით! საბოლოოდ მაინც მთავარი ტაბლოა, შედეგი!
ლევანი
26 ნოემბერი 2017 21:27
5
უბრალოდ ათამაშეს ახალგაზრდები და დ ა ა ნ ა ხ ე ს რაგბის მოყვარულებსაც,რომ მართალია ნიჭიერები არიან მოდებაძე,მათიაშვილი,კოშაძე,კვესელაზე,აფრასიძე, ჯინჭველაშვილი...რომ გაცილებით მეტად უნდა ივარჯიშონ და მოემზადონ,განსაკუთრებით ფიზიკურად,თორე დაცვაში ვ ე რ ა ფ ე რ ს აკეთებენ (!)
შეუჩნდნენ მილტონს,არიქა ,,ახალგაზრდები ათამაშეთო,, და ნათლად შევხედეთ,რომ მართლა ძალიან,ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ფიზილურად ასეთ მეტოქეებთან თამაშებისათვის.
მე პირადად უკანა ხაზში ვათამაშებდი : მალაღურაძე (ხმალაძე როცა
ტრამვირებულია) ,თოდუა,შარიქაძე,კაჭარავა,ან მჯედლიძე-ფრუიძე,კვირიკაშვილი და მინიმუმ 10 ქულთ მოვიგებდთ!
ა ც ა ლ ე თ მილტონ ჰეიგს და დააყენებს მართლა ძლიერ ნაკრებს.
glaxuna
26 ნოემბერი 2017 17:39
0
ადრე ვფიქრობდი, რომ ეგრეთ წოდებული ქართული მენტალიტეტი მარტო ფეხბურთელებს ეხებოდათ. გუშინ დავრწმუნდი რაგბისტების ეგეთები არიან. ვისაც გუშინდელი თამაში მოგეწონათ, ან ვინც ჩვენებს ამართლებთ ყველანი ერთად ხართ საქართველოს მტრები. მე რაგბისტები მიტო მიყვარს რომ თავს არ იმართლებენ, თუ საჭიროა ბოდიშს იხდიან და მერე წინ მიდიან. ეს რა იყო? უკან გადადგმული ნაბიჯი.
haha
26 ნოემბერი 2017 15:22
12
ვინ იმართლებს თავს? მოიგეს, ცოტა ძნელად მაგრამ მოიგეს! მორჩა - არა არ გვყოფნის, რატომ არ დაანგრიეს!!! რატომ არ წალეკეს! რატომ არ გადაუარ-გადმოუარეს!
შეეშვით, ისინიც ხალხია და იტამაშეს მოგებაზე -რა გადაირეიეთ ხალხო - მოიგეს, ხომ არ წაუგიათ - ითამაშეს იმდენზე, რამდენიც მოგებას გვაძლევდა.
და საერთოთ იქნებ დაფიქრდეთ, რომ არც უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო (უფროსი მეგობრისთვის). ჩემი აზრით, აი ამას გავდა თამაში და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ და არ მოუმატეს.


Haha-s
26 ნოემბერი 2017 22:37
0
გამარჯვება გამარჯვებაა და სუ!
zura
26 ნოემბერი 2017 20:35
1
ეს თამაში ჩააძაღლეს.
status quo
26 ნოემბერი 2017 14:35
1
კვირიკაშვილს ძალიან კარგი თამაში ქონდა, ჯარიმაც გამოიმუშავა, აუტშუც კარგად გადაჰქონდა და კარგ გადაცემებსაც აკეთებდა.
ლუკა
26 ნოემბერი 2017 14:14
0
კვირიკაშივილს საშუალოდ ერთი ლელო და ხანდახან ჯარიმაც მიაქვს მოწინააღმდეგისთვის ლანგარზე შეფუთული. ნახეთ თუნდაც ესთამაში და უყურეთ მის ნამოქმედარს
kote
27 ნოემბერი 2017 14:28
0
ნამდვილად, მიხარია, რომ მერაბ კვირიკაშვილი ამდენი ხნის სტრესის შემდეგ ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდა და ფორმაში ჩადგა. ეტყობა, რომ გუნდი მაგრა დაუდგა გვერდში.
აი ეს არის თ ა ნ ა დ გ ო მ ა.
ყოჩაღ, ყველანი მაგარი კაცები ხართ.
გეთანხმებით და ძაან საჭირო მოთამაშეა.
26 ნოემბერი 2017 14:49
0
უნდა ვისწავლოდ იმ დროს კონცენტრრება როცა ფავორიტად ვითვლებით. როცა 13 დავრჩით მაშინ დავიწყეთ თამაში და გამოჩნდა რა ძალასაც წარმოადგენს ჩვენი ნაკრები. დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო მეტად კონცენტრირებულები ვიქნებით. ეს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გადავუარდით.
გიორგი
26 ნოემბერი 2017 13:54
0
მადლობა ბიჭებს მორიგი სიხარულისათვის, კვირიკაშვილი იმდენს იზამს, რაც ამაგი აქვს, წყალში გადაყრის, როგორ ბურთს ხელს არ უშვებდა, არიქა ვინმემ დარტყმა არ დამასწროსო, როგორც შენი თამაშით გვახარებდი, ისე შენი წასვლითაც გაგვახარე რა, არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი, კვირიკაშვილი არის ბოლო ორი-სამი წლის ერთ-ერთი სუსტი წერტილი ჩვენი ნაკრების, ხოდა გამოჩნდნენ ახალგაზრდები და აცალე შე კაცო, დიდი რაგბისტი არასოდეს არ ყოფილა მეკო, ახლებს კი კოჭებში ეტყობათ, რა რაგბსაც ითამაშებენ.
ბმბ
26 ნოემბერი 2017 13:04
12
მერაბ კვირიკაშვილი არის ერთერთი საუკეთესო ვინც დღეს გვყავს და ასე წადი და სხვებს დაუთმეს ნამდვილად არ იმსახურებს. არც მისი ღირსეული შემცვლელი ჩანს და ვისაც რაგბი ესმის, ყველა ამავეს ფიქრობს დარწმუნებული ვარ.
გგგ
26 ნოემბერი 2017 14:45
2
ბრმების სკოლაა? კვირიკაშვილის ყურება მოედანზე რაც დრო გადის სულ უფრო სასიამოვნო და სასიხარულოა. სარგებელს რო ვერ ხედავთ გასაგებია :(
ანდრი
26 ნოემბერი 2017 14:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული