საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
როგორც ყოველთვის მენტალიტეტი, ფსიქოლოგიური პრობლემები. ვერა და ვერ გადავლახეთ ეს საშინელება.
rugby
25 ნოემბერი 2017 21:15
5
გადახალისებული, ნორჩი უკანახაზით, 13-14 კაცმა ორი ლელო დადო. რა ფსიქოლოგიას უწუნებთ?
ანდრი
26 ნოემბერი 2017 01:06
0
ამ ზაფხულს,ამერიკაში ძალიან რომ გაგვიჭირდა თამაშის ბოლოს დაგავიწყდათ?ახლაც ასე მოხდა,მათ აქვთ ისეთი ფიზიკური მომზადება,რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაღალი ტემპით თამაში.ჩვენ წინა თამაშის შემდეგ ტრავმების გამო გამოგვაკლდა ბეგაძედა ხმალაძე,ამ თამაშის დასაწყისში ლობჟანიძე და საკვირველია რომ გაგვჭირვებოდა?ჩვენ ხომ ყველაზე ძალიან უკანა ხაზში გვიჭირს რეზერვი.აფრასიძე კარგი ბიჭია,მაგრამ თითქმის მთელი თამაში შემცვლელის გარეშე ჩაატარა და ძალა აშკარად აღარ ეყო.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ამერიკამ ზაფხულის ტესტთან შედარებით შემადგენლობა გააძლიერა და მაშინ საფუძველი გვექნება ეს თამაშში აქტივში ჩავითვალოთ,მით უფრო რომ ბალანსი გავანულეთ.ვემშვიდობები ჩვენს ნაკრებს ამ სეზონში და უკვე მოუთმენლად ველი მომავალ გაზაფხულზე მათთან შეხვედრას.
სოსო
25 ნოემბერი 2017 20:56
0
ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. სამწუხაროდ ჩვენს მიერ ბურთის ფლობის 80% მთავრდება ჩვენივე შეცდომით და მოწინააღმდეგისათვის ბურთის ჩაბარებით. ვაგვიანებთ ბოჭვებს რითაც მეტოქეს მცირედი, მაგრამ მაინც წინსვლის საშუალებას ვაძლევთ. გაუგებარია წინა ხაზელები რატომ არიდებენ ბურთის წამოღების დროს მეტოქეზე დაჯახებას და რატომ მიიწევენ პირდაპირ მიწისკენ ამიტომ წინსვლას ძალიან რთულად ვახერხებთ. ხომ ნახეთ ჟვანიამ მოწინაარმდეგეს ჯერ დაარტყა მოიგო ძვირფასი მეტრები, ოფლოუდი ამის შემდეგ გააკეთა და სიტუაცია გაამწვავა, მეორე წინახაზელმა კი პირდაპირ მიწისკენ წავიდა და ისე დაეჯახა. ამის გამო მოწინააღმდეგეს გარანტირებული ბოჭვის განხორციელების საშუალებას ვაძლევთ და ხაზის გაჭრა გვიძნელდება. ამ ყველაფრის გამო მეტოქის 15 ნომერი მსაჯთან მიჭრას და პრეტენზიების წაყენებას ბედავს ჩვენსავე მოედანზე.
P.S. ასეთი გაჭირვებით მოგების ბრალია ჩვენი მუდმივი თამაში რუსეთთან ესპანეთთან გერმანიასთან და მსგავს ქლიავებთან.ამერიკა კი ვის ეთამაშება რეგულარულად ვიცით ყველამ.
მეორე მიზეზია უელსთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ გადაღლილობა და ცოტა ეიფორიაც. ეს ორივე მიზეზი საბოლოო ჯამში ერთმანეთთან დიდ კავშირშია. გვექნება რეგულარული თამაშები იმათთან მაინც ვოსაც ამერიკა ეთამაშება და ხარვრზები გამოსწორდევა გარანტირებულად.
P.P.S. დიდი მადლობა ჩვენო სახელოვანო მორაგბეებო ასეთი თავდადებული ბრძოლებისათვის.
imereli
25 ნოემბერი 2017 20:55
0
???-ს.
ძმაო კითხვისნიშანო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარების ერთგული მკითხველი ხარ და რაღაც დაგიმახსოვრებია კიდეც. მაგრამ აზრსაც თუ გამოიტან წაკითხულიდან უკეთესი იქნება.
ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განგიმარტავ: მე რიგითი გულშემატკივარი ვარ და უელსთან თამაშის მერე ეიფორიაში ჩავარდნის უფლებაც მაქვს და წაგების გამარჯვებად "გასაღებაც" შემიძლია, რათქმაუნდა იმ მოცემულობის შემდეგ რაც 18 ნოემბერს გვქონდა. იმის უფლებაც მაქვს იმ მონაპოვრის საფრთხეში დაყენების შემდეგ რაც უელსთან თამაშის შემდეგ იყო, სამართლიანი გულისტკივილი გამოვხატო.
და კიდევ, ამერიკასთან შედარებით სუსტი თამაში არც ჩემი ეიფორიაში ჩავარდნის ბრალია და არც ჩემს მიერ წაგების გამარჯვებად "გასაღებაში". ამერიკასთან ესეთი თამაში რისი ბრალიც არის მაგიტომ ვიგლეჯ ნერვებს და მაგიტომ ვცდილობ ამ საიტზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო.
დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
imereli
26 ნოემბერი 2017 11:36
2
??? - ს: ბიჭო უელსთან არ წაგვიგია!!! უელსის მაიმუნურ მოგებას ადარებ ჩვენ ამ მოგებას?? შერკინების კვაჭები დავუმალეთ და 6 ერის ”მაფია” გვაფარებს ხელს თუ, ვინ შეუშალა ამერიკელებს ხელი??? მსაჯებმა წააგებინეს თუ ვინ, თავიანთი თამაშით წააგეს და ის 1 ქულიანიც ნაღდი
წაგებაა, თამაში იყო ასე და მორჩა. რომ გამოხტებით ხოლმე, ასეთ კომპლექსიან და მუდმივად ”არ შეგვიძლია” ხალხს არ ეკუთვნის რომ უყურონ ასეთ გმირ ბიჭებს!!!
ზვიად
26 ნოემბერი 2017 04:54
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს მე ვფიქრობ რომ სულაც არაა საგანგაშოდ საქმე ჩვენც კინაღამ გავუთანაბრეთ უელს და უკვე უელსის დონის გუნდი ვართ? არც ამერიკას ვჯობივართ ისე როგორც უელსი ჩვენ ასე რომ მადლობა რუგბისტებს და ერთად ყველაფერს გადავლახავთ და მივაღწევთ
antaress
25 ნოემბერი 2017 20:41
0
რატომღაც დამრჩა შტაბეჭდილება, რომ თამაში დაიკიდეს და უელსთან ძალიან მაგარი თამაშის შემდემ მოწინააღმდეგე არ დააფასეს, რის გამოც დავისაჯეთ!
არ შეიძლება არცერთი მეტოქის დაუფასებლობა, ამისთვის ბევრჯერ დავისაჯეთ!!!
ლაშა
25 ნოემბერი 2017 20:28
3
აშკარად ეტყობოდა ჩვენ გუნდს რომ ჯერ კიდევ ფიქრებით უელსის თამაშზე ფიქრობდნენ...
მოლი
25 ნოემბერი 2017 20:22
3
მართალი ხარ ...
ლაშა
25 ნოემბერი 2017 20:25
1
ჯერჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანს ბობოლების დამარცხების შანსი.ისე ძალა თავდადება და ჯიგარი ჩვენს ბიჭებს რომ აქვთ ბარე ორ გუნდს არ ექნება მსოფლიოში მარა კომბინაცია ხელით თამაში და განსაკუთრებით სისწრაფე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს
dato
25 ნოემბერი 2017 20:13
4
უკმაყოფილების დიდი განცდა დარჩა! სისწრაფეში მოგვიგეს, ხელით თამაში ისევ არ წაგვივიდა. საერთოდ, განწყობაც არ ეტყობოდა გუნდს. რაში იყო საქმე?
მერაბი
25 ნოემბერი 2017 20:11
0
არ შეიძლება ამერიკასთან უყურადღებოდ თამაში. ამ სპორტს აქ დიდ ურადღებას აქცევენ, მთელი სყსტემა აქვთ და ბევრ სკოლასიც თამაშობენ და თითქმის ყველა უნივერსიტეტს/კოლეჯს ჰყავს გუნდი. თან აქ ფიზიკურ მომზადებას და სირბილს დიდ ყურადღებას აქცევენდა ყველაფერი აქვთ ამისათვის. მოკლედ უელსის შემდეგ ჩვენი თამაში ბევრად ნაკლიანი იყო და მეტს ველოდი, თან ალბათ ჩვენები არ ელოდნენ რომ მოლში დაგვჩაგრავდნენ.
Niko
25 ნოემბერი 2017 20:10
0
რა გუნდიცაა ამერიკა ის ხარისხი იყო თამაშის...მაგრამ დღეს კარგი თამაში აჩვენეს ამერიკელებმა თვითონ ჩვენ უბრალოდ სუსტ მეტოქეს არ ვაფასებთ ...ძან მომეწონა აფრასიძე მაგრამ ლობჟანამდე ჯერ ვერ მივა ჩემი აზრით ფიზიკურად მაინც სუსტია ..მოდებაძე კვესაძე კოშაძე მათიაშვილი აი ეს მომავალი და კიდე ბევრი სზვა მინიმუმ 3 წელში 7 ეულში შევა ეს ნაკრები
შიო
25 ნოემბერი 2017 20:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული