მილტონ ჰეიგი: მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20),ბორჯღალოსნების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

- პირველ ტაიმში იყო ერთი-ორი მომენტი, როცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გაგვეკეთებინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმში ბურთის ფლობას ვცდილობდით და გვიწევდა დაცვითი თამაში. 4 წლის წინ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოზიტიური მომენტი, ახალგაზრდების ნაწილმა პირველად ითამაშა და ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი შანსი.

- ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ თუ ამერიკამ წააგო?
- ჩვენ თამაში მოვიგეთ, ანგარიში არის 21:20.

- პირველ ტაიმში კაცნაკლულმა 3 ლელო დავდეთ, მეორე ტაიმში კი ვერა. ეს ხომ არ არის იმის ბრალი, რომ შემცვლელებმა ითამაშეს ცუდად?
- მეორე ტაიმში იმათ ოცდაორში ჯერ დერეფანი წავაგეთ, შემდეგ შერკინება და ამით ჩვენს თავზე წნეხი განვიცადეთ. ტესტ-მატჩის მოგებისას არის დეტალები, რასაც ვაკვირდებით და ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა. ყველა ტესტ-მატჩის მოგებას ვერ შევძლებთ.

- ვითარდება თუ არა ნაკრები და ხედავთ თუ არა წინსვლას?

- მიზანი იყო ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება, მაგრამ მხოლოდ ორში შევძელით გამარჯვება. ეს ტესტ-რაგბია, რეიტინგში ჩვენს წინ 11 გუნდია, მათ არ სურთ რომ შენ გაიმარჯვო.

ახლა დავინახე რამდენიმე ბიჭი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება. განვითარება გვაქვს ვარჯიშის კუთხით, გუნდურობის კუთხით და ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული

- ამერიკასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში, ხომ არ ჩამოყალიბდა ამერიკა უხერხულ მეტოქედ?
მერაბ შარიქაძე:
შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ამერიკასთან ყოველთვის რთულია თამაში. უხერხულ მეტოქეებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი. თუნდაც კანადა ავიღოთ, ადრე ის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც მთავარია გავიმარჯვეთ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ჰეიგი მომწონს და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ალბათ საუკეთესო ვარიანტია.. თუმცა, ეტყობა, რომ კრიტიკულ მომენტებში სიტყვა არასწორი მიმართულებით გაურბის, რაც თავისთავად, გულშემატკივრის გაღიზიანებას იწვევს.. პროფესიონალი მწვრთნელი დახუჭული თვალებით არ უნდა საუბრობდეს რომ მოგება მოგებაა.. ფაქტია, რომ ეს თამაში ნებისმიერ ვარიანტში წაგებული იქნებოდა, ამერიკას ცოტა მაღალი კლასის დამრტყმელი რომ ჰყოლოდა..
goga
26 ნოემბერი 2017 11:47
5
რა ვიცი, უელსთან წააგეთ და მოვიგეთო ამბობდით და ახლა არა აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშით მოიგებ??
odala
26 ნოემბერი 2017 12:32
20
უელსის მაიმუნურ მოგებას ადარებ ჩვენ ალალ მოგებას? ვინ შეუშალა ამერიკელებს ხელი, მორკინალები დავუმალეთ და შერკინება ჩავუშალეთ ბოლო წუთზე, მსაჯიან მწვრთნელიან გუნდიანად პირი შევკარით და გავუჩალიჩეთ თუ რა. თვითონ წააგეს თამაში იყო ასეთი და მორჩა, მეტი არაფერი. და ის 1 ქულიანიც მოგებაც ნამდვილი მოგებაა ჩვენა, კაცურად მოვუგეთ. უელსს როგორ ახსენებთ საერთოდ.
G
26 ნოემბერი 2017 16:29
1
უელსმა იმაიმუნა მსაჯიან მოთამაშეებიანად და ისე გადაგვირჩა, ამერიკას ვინ შეუშალა როგორც ითამაშეს ისე წააგეს და ეს ერთქულიანი მაინც ნამდვილი მოგებაა ჩვენი.
ზვიადი
27 ნოემბერი 2017 06:42
0
მილტონმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში, მადლობა მილტონ ყველაფრისთვის.
unnamed
26 ნოემბერი 2017 00:53
43
მილტონმა ამოწურა რა? რა რესურსი არის და რა ამოწურა იქიდან? ეროვნულ დონეზე ვინმეზე მაღლა ვართ, რომ ვტქვათ - აი გვაქვს რესურსი და მწვრთელი ვერ პასუხობს? - უხერხულია ასეთი ამბიცია და უმადურობაც არის.

ორი ათეული საშუალო ევროპული დონის მოთამაშეებით ვითხოვთ რომ დავანგრიოთ ამერიკა, რომელიცეროვნულ დონეზე მთელი თვაით მაღლა დგას?
Kote
26 ნოემბერი 2017 02:02
0
რატომღაც მილტონი ხელშეუხებელ პერსონად მოაქვთ მსოფლიო ჩემპიონატის მერე ვწერ და გავიხახი მადლობა მილტონს და დროა აცალ ეტაპზე გადასვლა და ახალი ხედვები რომ ნაკრები უფრო მაღალ დონეზე ათამაშდეს მაგრამ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა უმეტეს კომენტარს მიბლოკავენ და უსაქმური ფედერაცია აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლება 4 წელი გავიდა და ერთი სერიოზული ტურნირი ვერ ჩაატარეს რომ ქართული რაგბი რაღაცით გაამრავალფეროვნონ ის ნიჟარაძე იქ მოკალათდა აქ დატოვა მარიონეტები
კახა
25 ნოემბერი 2017 22:15
17
ჯერ კლუბებზე ვილაპარაკოთ, საერთო ეროვნულ დონეზე, მის განვითარებაზე და მერე ჰეიგზე. სად ვეძებთ პრობლემას - ბოლო წერილიდან? შტატებს (ევროპაზე აღარ არის საუბარი) ჩვენზე მეტი რესურსი აქვს ამ მხრი. ასე, რომ ბეწვის ძიებას - დირეზე საუბარი სჯობს!
კოტე
26 ნოემბერი 2017 01:26
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს გულიანი და თავდადებული თამაშებისათვის... მეტი ხელით თამაში, ტრადიციულად მოლში უკეთესი ვიყავით თუმცა როგორც ჩანს გადაიღალენ ჩვენები.კაცებო უფრო მოქოქილი შეტევები გვინდა და თქვენი გაჩერება ნებისმიერ ბობოლას გაუჭირდება!
გიო
27 ნოემბერი 2017 22:04
0
,,მოლში უკეთესი ვიყავით"-? ეტყობა სხვა თამაშს უყურეთ! ეს მოგება ისეთივე ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს როგორც წაგება, ტაიმში ქულა არ გაგვიკეთებია, სისწრაფერში ჩამორჩენაზე აღარაფერს ვამბობ ამჯერად. ,,მოყვარეს პირში უძრახეო"- გაგიგიათ ალბათ. ,,ვაი რა კარგი იყო და რა მაგრები ვართ"-ს ძახილი, ამ შემთხვევაში თავის მოტყუება და დათვური სამსახურია!
bs
28 ნოემბერი 2017 09:16
0
მეგობრებო ნუ გავიწყდებათ რომ შტატებში ნომერ პირველი სპორტი ამერიკული ფეხბურთია რომელიც რაგბისგან არ განსხვავდება მათ მეტი არჩევანი აქვთ შევადაროთ 300 მილიონი 3მილიონს ამიტომ ეს მოგება საამაყო არის რამდენიმე წლის წინ მათაც ერთი ქულის სხვაობით მოგვიგეს ამიტომ ასეთი მოგება ცვენთვის ტრაგედია არ არის
კაცი
27 ნოემბერი 2017 18:15
0
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
kote
25 ნოემბერი 2017 22:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული