მილტონ ჰეიგი: მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20),ბორჯღალოსნების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

- პირველ ტაიმში იყო ერთი-ორი მომენტი, როცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გაგვეკეთებინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმში ბურთის ფლობას ვცდილობდით და გვიწევდა დაცვითი თამაში. 4 წლის წინ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოზიტიური მომენტი, ახალგაზრდების ნაწილმა პირველად ითამაშა და ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი შანსი.

- ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ თუ ამერიკამ წააგო?
- ჩვენ თამაში მოვიგეთ, ანგარიში არის 21:20.

- პირველ ტაიმში კაცნაკლულმა 3 ლელო დავდეთ, მეორე ტაიმში კი ვერა. ეს ხომ არ არის იმის ბრალი, რომ შემცვლელებმა ითამაშეს ცუდად?
- მეორე ტაიმში იმათ ოცდაორში ჯერ დერეფანი წავაგეთ, შემდეგ შერკინება და ამით ჩვენს თავზე წნეხი განვიცადეთ. ტესტ-მატჩის მოგებისას არის დეტალები, რასაც ვაკვირდებით და ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა. ყველა ტესტ-მატჩის მოგებას ვერ შევძლებთ.

- ვითარდება თუ არა ნაკრები და ხედავთ თუ არა წინსვლას?

- მიზანი იყო ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება, მაგრამ მხოლოდ ორში შევძელით გამარჯვება. ეს ტესტ-რაგბია, რეიტინგში ჩვენს წინ 11 გუნდია, მათ არ სურთ რომ შენ გაიმარჯვო.

ახლა დავინახე რამდენიმე ბიჭი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება. განვითარება გვაქვს ვარჯიშის კუთხით, გუნდურობის კუთხით და ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული

- ამერიკასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში, ხომ არ ჩამოყალიბდა ამერიკა უხერხულ მეტოქედ?
მერაბ შარიქაძე:
შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ამერიკასთან ყოველთვის რთულია თამაში. უხერხულ მეტოქეებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი. თუნდაც კანადა ავიღოთ, ადრე ის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც მთავარია გავიმარჯვეთ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ცოტა იმედგაცრუებული ვარ!
გიორგი
25 ნოემბერი 2017 23:52
6
თუ სათაურში მართლაც პრესკონფერენციის მთავარი მესიჯია გადმოცემული, მაინცდამაინც ბრძნულად ვერ ულაპარაკია მწვრთნელს.

თუმცა მძიმე სერია იყო და, პრინციპში, სასაყვედურო არაფერი გვაქვს. მადლობა მას და, რა თქმა უნდა, ბიჭებს!
ვვვ
25 ნოემბერი 2017 23:10
0
მეორე ტაიმში ქულა ვერ ავიღეთ! მთავარი მწვრთნელის რეაქციამ გაკვირვება გამოიწვია - მთავარი მოგება არისო.წაგებას გადავურჩით, მეტოქის შეცდომის წყალობით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი თამაში ჩავაგდეთ.
მერაბი
25 ნოემბერი 2017 22:20
9
ჩვენ თუ ვიგებთ 1 ქულით მოგება მოგებაა, და თუ უელსთან ვაგებთ 7 ქულით -მაინც მაგრები და გამარჯვებულები ვართ.

ამიტომ,აჯობებს გავითავისოთ, რომ მოგება მართლა მოგებაა და წაგებაც წაგებაა.
ღირსეული წაგება არ არსებობს.
ასეა ეეს!
25 ნოემბერი 2017 22:17
16
თქვენ რომ მსაჯობაზე არ იტიროთ, ისეთი თამაში არსებობს? სულ თქვენ რავა გჩაგრავენ? მე იმისიც აღარა მჯერა რომ საბჭოთა კავშირის დროს ვინმე გჩაგრავდათ. უბრალოდ გიყვართ წუწუნი და იოლი მოგება, როცა გჩუქნიან.
odala
26 ნოემბერი 2017 12:37
4
ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს ერთი მკვდარია.ეს სიტყვები ჩემი მოგონილი არ არის,ჩემზე და ალბათ ყველა ჩვენგანზე ჭკვიანმა კაცმა დაწერა.მოგებაც არის და მოგებაც.წაგებაც არის და წაგებაც.ეს ერთი და იგივე ვერანაირად ვერ იქნება.
სოსო
26 ნოემბერი 2017 09:38
0
ყველა გამოხმაურება
რატომღაც მილტონი ხელშეუხებელ პერსონად მოაქვთ მსოფლიო ჩემპიონატის მერე ვწერ და გავიხახი მადლობა მილტონს და დროა აცალ ეტაპზე გადასვლა და ახალი ხედვები რომ ნაკრები უფრო მაღალ დონეზე ათამაშდეს მაგრამ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა უმეტეს კომენტარს მიბლოკავენ და უსაქმური ფედერაცია აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლება 4 წელი გავიდა და ერთი სერიოზული ტურნირი ვერ ჩაატარეს რომ ქართული რაგბი რაღაცით გაამრავალფეროვნონ ის ნიჟარაძე იქ მოკალათდა აქ დატოვა მარიონეტები
კახა
25 ნოემბერი 2017 22:15
17
ჯერ კლუბებზე ვილაპარაკოთ, საერთო ეროვნულ დონეზე, მის განვითარებაზე და მერე ჰეიგზე. სად ვეძებთ პრობლემას - ბოლო წერილიდან? შტატებს (ევროპაზე აღარ არის საუბარი) ჩვენზე მეტი რესურსი აქვს ამ მხრი. ასე, რომ ბეწვის ძიებას - დირეზე საუბარი სჯობს!
კოტე
26 ნოემბერი 2017 01:26
0
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
kote
25 ნოემბერი 2017 22:01
0
an ra kitxvebia? an ra pasuxebia? jurnalistebs kitxvebi ar gichndebat ro dausvat? an sisuleles roca gpasuxobt, miutitot amaze da kidw ufro mzapri kitxva dausvat? "xom ar chamoyalibda amerika uxerxul metoqed" -Amixsenit vinmem, kitxvaa? rames izleva?mevmagalitad uamravi kitxva maq sakadro politikastan dakavshitebiy
zuka
25 ნოემბერი 2017 21:20
5
ზუკა,ამ წლამდე ამერიკას ჩვენთან სამი მოგება ჰქონდა და ერთი წაგება,წელს ორივე ტესტი მოვუგეთ,ანგარიში გავათანაბრეთ და თან ამერიკის მწვრთნელი ამაყობს ასეთი წაგებით და დამარცხებით.ამას უკან სვლას ეძახით?ლოგიკაც ხომ არსებობს.უხერხულ მეტოქეობაზე ამერიკელებმა რაღა უნდა თქვან?
სოსო
26 ნოემბერი 2017 09:48
1
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
kote
26 ნოემბერი 2017 00:34
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული