"აკადემიის" მორაგბეს ნაკრებამდე საქართველოს 7-კაცა ნაკრებში უთამაშია.
მათიაშვილმა გულშემატკივართა გულები მალე დაიპყრო.
ხოლო სოსოს ლელო "ნეკერჩხლის ფოთლებთან" ულამაზესი იყო, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა.
Sportall.ge სოსო მათიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- როგორც ვიცით, სარაგბო სამყაროში შემთხვევით მოხვდით...
- პირველად რაგბისთან შეხება 15 წლის ასაკში მქონდა, როდესაც "ჯიქებში" ვიყავი მისული. 1-2 კვირით ვივარჯიშე და შემდეგ
- რას იტყოდით საქართველოს ნაკრების ბოლო სამ შეხვედრაზე და როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს?
- სამივე თამაში ერთად ნორმალური გამოვიდა. მე რაც მქონდა ჩემი პლუსები, მაქსიმალურად გამოვავლინე და მომეცა შესაძლებლობა, ჩემს პოზიციაზე ძირითადში მეთამაშა. მართალია, უელსთან და ამერიკასთან თამაშზე ცოტა მეტს ვისურვებდი, მაგრამ საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ.
დადებითი ისაა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ორი მოსაგები თამაში მოვიგეთ და უელსს თანაბრად ვეთამაშეთ. ერთადერთი, რაც მაკლია, გამოცდილებაა და ამას ალბათ, დროთა განმავლობაში დავაგროვებ და შეცდომებსაც გამოვასწორებ.
- უელსთან თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა, რომ ექვს ერს უფრო მივუახლოვდით. რას იტყოდით ამის შესახებ?
- პირველი დონის გუნდებთან კარგი თამაში, რა თქმა უნდა, როგორც ხალხის, ისე ჩვენი აზრით, გვაახლოებს ექვს ერთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ჩვენ კი თამაშით შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ამის ღირსნი ვართ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში დიდ გუნდებთან წელიწადში არა ერთ მატჩს, არამედ 4 შეხვედრას ჩავატარებთ, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც კარგად მოგვამზადებს.
- თქვენ ერთ შეხვედრაში მოპოვებული ქულების რაოდენობით რეკორდსმენი ხართ...
- ეს ოცნებაშიც არასდროს წარმომედგინა და არც არასდროს მიფიქრია ამაზე. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ რაიმე რეკორდი მომეხსნა. უბრალოდ, კარგად ვითამაშეთ და საბოლოო ჯამში, მე გამიმართლა. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.
- თქვენ საოცარი ლელო დადეთ კანადასთან მატჩში. რას ფიქრობდით იმ მომენტში? ბურთამდე მანძილი შორი იყო... ბოლომდე ბრძოლა - ასე დავახასიათებდი ამ მომენტს, თქვენ რას იტყვით?
- არ ვიცი, სარაგბო მომენტი იყო. ჩემს ადგილას ნებისმიერი იმავენაირად მოიქცეოდა.
- რას იტყოდით საქართველოს ჩემპიონატზე და როგორი თაობა მოდის რაგბიში?
- რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოდის და ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს, ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ჩემპიონატის დონე იზრდება. პრობლემები დაკავშირებული არის ანაზღაურებასთან. 20 წლამდე ბავშვს დიდი მოტივაცია აქვს, მაგრამ შემდეგ უკვე იმდენის საშუალება აღარ აქვს, რომ სპორტულად იცხოვროს. მაგრამ დონე ნელ-ნელა იმატებს.
- რა არის თქვენი მიზანი?
- პირველ რიგში, მიზანი არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშო ნაკრებთან ერთად. შემდეგში ალბათ, ყველა მაქსიმალისტი უნდა იყოს და შევეცდები, ვითამაშო "სუპერ 18-ში". თუ გამოვა ეს ყველაფერი, რატომაც არა.
ჯიქი ხარ, ჯიქი!!!!!