საქართველო-ბელგიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშების პირველი მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

10 თებერვალს, 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო. შესაძენად გადადით ბმულზე TKT.GE/Rugby. ბილეთის ფასი 5 ლარია.

რაგბის კავშირის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ყველა ბილეთი ონლაინ არ გაიყიდა, "აია არენის" სალაროებში მათი შეძენა 8 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული