2019 წლის მსოფლიო თასის ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
სარაგბო სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენამდე, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასამდე წელიწად ნახევარზე ოდნავ მეტი რჩება. 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონია მსოფლიოს თასის რიგით მე-8 გათამაშებას უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად, 2015 წელს ინგლისში, ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებით მოიპოვა. იაპონიაში ბორჯღალოსნები D-ჯგუფში უალესს, ავსტრალიას, ფიჯის და ამერიკა 2-ს (კანადა ან ურუგვაი) ეთამაშებიან. მსოფლიო თასის მატჩების განრიგი

სიახლე ბილეთების შესახებ


მსოფლიო თასის ბილეთების მიმართ მსოფლიო მასშტაბით ქომაგებს შორის დიდია. წინა, 2015 წლის მსოფლიო
თასმა დასწრების კუთხით ყველა რეკორდი მოხსნა. გამოცდილების გათვალისწინებით საორგანიზაციო კომიტეტმა ბილეთების გაყიდვის ნაცად მეთოდს მიმართა, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიყენეს. ამ მეთოდის მიხედვით გაყიდვები რამდენიმე ფაზად იმართება. ამ ფაზების დროს ხდება არა პირდაირ შეძენა, არამედ ბილეთებზე განაცხადების გაკეთება.

პაკეტების პრინციპით

მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა სიახლე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 27 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით ქომაგებს ეძლევათ შესაძლებლობა 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბილეთების პაკეტებზე გააკეთონ განაცხადი.

განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია დარეგისტრირდეთ მსოფლიო თასის ბილეთების გვერდზე - www.rugbyworldcup.com/tickets და გააკეთოთ განაცხადი თქვენთვის სასურველი სანაკრებო ან სტადიონის პაკეტზე

რას ნიშნავს ეს:


ამ ეტაპზე განაცხადები მხოლოდ პაკეტებზე მიიღება, რის განხორციელებაც ზემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ, ქომაგებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ სანაკრებო ან სტადიონის პაკეტები.

სანაკრებო პაკეტი


მოიცავს იმ ნაკრებების ჯგუფური ეტაპის მატჩების ბილეთების პაკეტებს, რომლებმაც მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს.

სტადიონის პაკეტი


მოიცავს კონკრეტულ სტადიონზე გასამართი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის ბილეთების პაკეტს.

გაითვალისწინეთ, რომ ვვინაიდან Mastercard-ი წარმოადგენს 2019 წლის მსოფლიო თასის პარტნიორს, შესაბამისად ვინც მასთერქარდის ბარათის გააკეთებს განაცხადს, მას გარკვეული პრიორიტეტები მიეცემა

მაგალითად, თუ დარეგისტრირების შემდეგ ბილეთების გვერდზე შეარჩევთ ‘საქართველოს პაკეტს’, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ განაცხადს ბორჯღალოსნების ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩზე.

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გაკეთება ჯერ არ ნიშნავს, რომ ბილეთი შეძენილია. გააცხადების მიღების ფანჯარის დახურვის შემდეგ, რომელიც 12 თებერვლას სრულდება, გაირკვვევა ვისი განაცხადები დაკმაყოფილდება (ზუსტი დრო ჯერ არაა ცნობილი)

ამით ჯერ არაფერი სრულდება


2018 წლის 19 მაისიდან 26 ივნისამდე, ყველას ვინც იქნება დარეგისტრირებული შემდეგ გვერდზე - www.rugbyworldcup.com/supporters - მიეცემათ ინდივიდუალურ მატჩებზე განაცხადების გაკეთების შესაძლებლობა

2018 წლის 19 სექტემბრიდან 12 ნოემბრამდე ინდივიდუალურ მატჩების ბილეთებზე განაცხადების გაკეთება ნებისმიერ მსრუველს ექნება

ინდივიდუალურად ბილეთების გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით კი 2019 წლის 19 იანვრიდან დაიწყება.

იმისათვის, რომ მიიღოთ საინფორმაციო განახლებები ბილეთების გაყიდვების ფაზების და სხვა ახალი ამბების შესახებ, აუცილებლად დარეგისტრირდით შემდეგ გვერდებზე

www.rugbyworldcup.com/supporters

www.rugbyworldcup.com/tickets


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ავსტრალიას და ურუგვაის უნდა ვეთამაშეოთ მეორე შემადგენლობით, და უელსს და ფიჯის - ძირითადით. მთავარი მიზანი უნდა იყოს უელსის დამარცხება. ძირითადი ძალები უნდა გადავისროლოთ მაგაზე.
ქუთაისელი
14:30 29-01-2018
0

სიახლეები პოპულარული