ნიკა ჩალათაშვილი: ბელგიასთან თამაშში მთავარი რაც გამოჩნდა...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხდა. არსებობის 29-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნებმა ქუთაისში მესამედ ითამაშეს და მესამე გამარჯვება იზეიმეს. ბოლო მატჩი კი ქუთაისში 2005 წელს იყო ჩატარებული. შეხვედრის შეფასება "რაგბი TV"-ის კომენტატორ ნიკა ჩალათაშვილს ვთხოვეთ, რომელიც აღნიშნულ მატჩს უძღვებოდა.

"ქუთაისმა საქართველოს ნაკრებს უაღრესად დადებითი მუხტი დაახვედრა. ეს იყო პატარა, მაგრამ ცოცხალი სტადიონი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ჩართული იყო თამაშში. ამან მორაგბეებზეც იმოქმედა და ვფიქრობ, ამიტომაც გამოვიდა მატჩი ასეთი დინამიური. გუნდს ეტყობოდა, რომ მოედანზე ყოფნა სიამოვნებდა და ანგარიშის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯებოდა ყველა სათამაშო
ეპიზოდში.

ნაკრებს დაეტყო ახალგაზრდების ენერგია და მონდომება. ქართულმა რაგბმა უკვე იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც ახალბედებს შეუძლიათ პირველივე შეხვედრებში იყვენენ სასარგებლო გუნდისთვის და არ დაიკარგონ გამოცდილი მორაგბეების ჩრდილში.

სამწუხაროდ, მეტოქე ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, რომ ჩვენი ნაკრების სიძლიერეზე ვიმსჯელოთ, ბელგიამ ვერც ერთ სათამაშო კომპონენტში ვერ გაგვიწია წინააღმდეგობა და სანერვიულო საერთოდ არ დაგვიტოვა. თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც გამოჩნდა: ჩვენი გუნდი მოედანზე გავიდა სათამაშოდ და მოსაგებად და არა მხოლოდ მოსაგებად. ეს განწყობა უფრო ძლიერ მეტოქეებზეც თუ გავრცელდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები", - განაცხადა ჩალათაშვილმა Sportall.ge-ისთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამის ნახევარი შეცდომებიც რომ დაუშვან იტალიასთან რაც ბელგიასთან გვქონდა გაგვხევენ შუაზე. და ამაზეც დაწერეთ რამე. რას იბძოდა ბელგია ერთი გამაგებინეთ? რაგბია და აბა მეკარეს ხოარ მიცემდნენ ბოლო წუთებზე პასს.
სიმართლე
10:39 12-02-2018
0
qartulma rugbma ki ara qartulma rugby-m
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული