როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.
"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:
"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:
"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.
ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.
პ.ს . ისე კი ეს ვარჯიშია და არა რაღაც საიდუმლოს გადაცემა ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული.. საიდუმლო კი ჩვენ სისხლშია და გავუფრთხილდეთ მას...
პინგპონგი მაინც არ ითამაშიათ? პარტნიორის გარეშე რომ სპორტი არ ვითარდება ამას მტკიცება უნდა?
არ გავამხილოთ, საერთოდ არავის ვაჩვენოთ და არც არავისთან გამოვიყენოთ - მოგვპარეს - ქართველობა წაგვართვეს.
მიდით ლომებო დაფშვენით ძვლებში, ერთი შეგვხვდნენ და როგორ და ვინ უფრო გამოიყენებს მერე ვნახოთ.
გვაღიარებენ რომ უძლიერესნი ვართ ხო? ხოდა სანამ არ მიგვიღებდნენ 6 ერში ჰქონოდათ იმედი რომ ადრე თუ გვიან შეგვხვდებოდნენ მოედანზე და იქ ნახავდნენ ჩვენი მორაგბეების ძალას. რატომ ახალი ზელანდია არ გვასწავლის უკანა ხაზით თამაშს, ვთხოვოთ იქნებ თანხმობა მოგვცენ და გვასწავლონ მათთაც რაიმე. ეხლა რომ შევხვდებით და შერკინებაში-ც რომ მოგვიგებენ, მერე იტყვიან თქვენ შერკინებაც არ გცოდნიათ და ჩვენი დონის ნაკრები არ ხართო. და მორჩება ლაპარაკი 6 ერზე. თანაც მსაჯებიც იმათკენ გადაიხრებიან, რომ გავთანაბრდებით მიწოლაში და ვეღარ ვაჯობებთ აშკარა უპირატესობით.
რა უბედურობაა რა არის.
მორჩა კინო!
მხრების მოძრაობა კი კარგია, მაგრამ მთავარი ქართული მყესი და ძარღვია, უფლის მომადლებული, რომლის გამოც ყველაზე მაგარი შერკინება გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი ძალოსანი გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სუმოისტი გვყავს მსოფლიოში,ყველაზე ძლიერი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გვყავს მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონაში, გავაგრძელო????? :)))
სისწრაფე და ტექნიკა თუ დაიხვეწა დამიჯერეთ ქართულ გენს სასწაულების მოხდენა შეუძლია.