"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურში ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.

25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31
-ე წუთზე კი მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.

36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა - 16:3.

ამის შემდეგ სტუმრებმა ლელოს დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გიორგი მელქიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ასე და ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რთული თამაში 23:10 მოიგო, 10 მარტს შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს ხვდება, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ტურნირის ფარისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს დინამო არენაზე 18 მარტს დაუხვდება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ლობჟანიძე რატოა გუნდის ძირითადი 9 ნომერი, ძალიან სუსტია, ტიპი ვერ აზროვნებს, თამაში ვერ მიყავს, ჩაწევს და მიათრევს ამ ბურთს... მთელი თამაში შერკინების ყურება ძალიან უსიამოვნოა... მე პირადად ნაკრების თამაშების ყურებაზე გული ამიცრუვდა...
Musenbezi
03 მარტი 2018 22:59
21
დღეს ჩვენ უნდა მოგვეგო "ბევრით" 0...და ასე არ უნდა აგვებლატავებია ეს ესპანელები
sport faza
03 მარტი 2018 22:38
6
ხალხო მესმის თქვენი გულის წყრომა მაგრამ ცოტა სხვა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.. ვინმეს გვახსოვს რაოდენობა და ამდენი მორაგბე რომელიც პოტენციურად ნაკრებში მოიაზრება?? ამდენი როტაცია? ასეთი ძლიერი და კარგი საყურებელი ჩვენი შიდა ჩემპიონატი რომელიც სავსეა ნაკრების კანდიდატებით.. ეს ჩვენ პროგრესს ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ თამაშებს ეს ერთი დიდი მოჯადოებული წრეა სადაც კიდე უფრო განვითარების შანსი არც ისე მაღალია. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ დრო , დროა ის ფაქტორი რომლის გასვლის შემდეგაც ალბათ დაირღვევა ეს დახურული და კომერციული ტურნირების ხანა ჩვენც მოგვეცემა ბობოლებთან უფრო მეტი სათამაშო დრო. აი ეს იქნება ნამდვილი განვითარების ხანა. მანამდე კი შევეცადოთ თუ დღეს პირობითად ხუთი კაცი თამაშობს რაგბს ხვალ ითამაშოს ექვსმა ზეგ შვიდმა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგნებაში და ჩვენს შინგნით განვავითაროდ რაგბი დანარჩენი დროის ამბავია. წარმატებები. რაგბი ჩვენი თამაშია
რიგითი გულშემატკივარი
03 მარტი 2018 22:33
0
ჰოდა ჩამოყარა სანტიაგომ მტელი საფრანგეთი და მაინც წააგო. ჩვენ კი ვაფართოებთ ნაკრების რესურსს, ვრდით რეზერვს -უმადურს რა დალევს საქართველოში
zaza
04 მარტი 2018 03:39
0
ასეთი თამაშით იტალიასთან შევრცხვებით . ამდენი უპატიებელი შეცდომა??? დაბალი დონის ნაკრებსაც არ ეპატიება!!! . მადლობა მელიტონას, მაგრამ მემგონი დროა შეიცვალოს მწვრთნელი..
სიმართლე
03 მარტი 2018 22:31
11
ძალიან სუსტად ვითამაშეთ, როდემდე ეს აიღე და მიეძალე? დღეს ეგეც არ გამოგვდიოდა. ბურთის ხელდახელ თამაშზე ხო საერთოდ ლაპარაკსაც არ ვაპირებ,მხოლოდ მორკინალებით ვერ მოიგებ ძლიერ გუნდებთან.
123
03 მარტი 2018 22:11
5
ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ შერკინებაშიც კი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნოემალურად ამხელა უპირატესობის ფონზე, წავაგეთ რამდენიმე შემტევი აუტი ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფას ვერც ღკეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყიჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო გუნდურად ვერცერთი უპირატესიბა ხაზზე ინდივიდუალური გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი მოკლედ ესოანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტწვშიც ვერ ვიყავით ყიჩაღად მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება იმდენად ბევრი იყო იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ
ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს
ff
03 მარტი 2018 21:18
1
ხალხნო გამაგებინეთ ვინმემ როცა ჩვენ ვაწყობთ შტურმს რატომ უშვებთ ამდენ შეცდომებს, და რატომ ვაბარებთ მეტოქეს მარტივად ბურთს. ხოლო როცა ჩვენ თავს ვიცავთ თავს კრიტიკულ მომენტში, სულ რატომ ვჯარიმდებით, რითაც ვაძლევთ მეტოქეს იმის საშუალებას რომ გადააბას უამრავი ფაზა და მიგვაჯაჭვოს ჩვენს ჩათვლის ხაზს. დაგვწყევლა ვინმემ თუ რა ხდება. არ შეიძლება როცა კანადათან ამხელა უპირატესობა გვაქვს და უელსთან დიდებულ მატჩს ვატარებთ ესპანელების მსგავს არარაობებთან ასეთი რამ მოხდეს. წყევლაა აბა რა არის.
PS. ძალიან არ მინდა ამ სიტყვებს რომ ვამბობ მაგრამ ასეთ თამაშებში მწრთვნელის კომპეტენციის საკითხი ძალაუნებურად იწევს წინა პლანზე.
imereli
03 მარტი 2018 20:54
2
ესპანეთი რომ არარაობა არ არის,ეს ცხრილიდან აშკარად ჩანს,გუნდს თითქმის განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ამ თამაშმაც დაამტკიცა მათი სიძლიერე.ესპანელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ,ჩვენ კი მოდუნებულები დავხვდით,მეტოქემ ხომ წინა თამაშის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა სახლში დატოვა და ჩვენებმა ჩათვალეს,რომ ესპანეთის მეორე შემადგენლობას,ადვილად დაამარცხებდნენ.ამან გამოიწვია ის უამრავი შეცდომა და და სათამაშო დისციპლინის დარღვევები,რომელმაც ჩვენ რამდენიმე ლელოს დადების შანსი წაგვართვა.რამდენჯერ ვიყავით ხუთმეტრიან ზონაში და ბურთი უსახელოდ დავკარგეთ,ესპანელებმა კი ერთხელ მოიტანეს ბურთი ჩვენ ხუთმეტრიანში და უდიდესი ძალისხმევით ლელოც დაგვიდეს,ჩვენებმა კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოაჩინეს მოტივაცია და საპასუხო ლელოც დადეს.ამ თამაშიდან ჩემთვის დადებითი მომენტი მხოლოდ ესპანელთა კარგი თამაში იყო,ეს ჩვენთვის ცივი შხაპი იქნება რუსებთან და რუმინეთთან შეხვედრის წინ და ვფიქრობ ასეთ იაღლიშებს აღარ დავუშვებთ.ისე საინტერესოა,ჩვენებმა და ინგლისელებმა ისეთი რა აკეთეს ერთობლივ ვარჯიშებზე,რომ ინგლისმა წააგო და ჩვენც ასე ძალიან გაგვიჭირდა?
სოსო
03 მარტი 2018 22:30
5
ესპანეთზე ძლიერ კანადას 60 ქულამდე უდებ. ახალგაზრდული ნაკრები ამარცხებს არგენტინას და ნულებზე უგებს საფრანგეთს. უელსის დაცვას მიწასთან ვასწორებთ და ამასობაში ესპანეთს ეთამაშები. რა სირცხვილია რაგბისა. კლასს ვიფუჭებთ ასეთ დაბალ დონის გუნდებთან. 80 წუთი ესპანეთის ტანჯვას ვუყურე, გერმანიასთან უფრო დაძაბული თამაში იყო, გვიტევდნენ ერთი ტაიმი მაინც. სრული გუნდი რომ ჩამოეყვანათ 90 ქულით მოვუგებდით ალბათ, სულაც არ არის რუმინეთზე ძლიერი გუნდი. მაგრამ ჩვენთან შედარებით ცა და მიწაა ესპანეთი.
123
03 მარტი 2018 20:17
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული