rugger.info: "ლომები" ჯერ ქართველებამდე ვერ გაიზარდენ

AutoSharing Option
პორტალმა rugger.info-მ საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა მატჩის ტელერეპორტაჟი გადასცა, შემდეგ კი განვლილ შეხვედრას მოკლე მიმოხილვა მიუძღვნა:

"ლომები" ჯერ ქართველებამდე ვერ გაიზარდენ


საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში დაასამარა ევროპის ჩემპიონატზე "ესპანური ინტრიგა".

თამაშისას პირინეელები თავს უნარიანად იცავდნენ. განსაკუთრებით პირველი ტაიმის დასაწყისში, როდესაც ქართველებმა უბრალოდ მიაჯაჭვეს "ლოს ლეონესი" თავიანთ ჩათვლის ზონას.

მოიგერიეს რა "ლელოელების" დაწოლა, ესპანელებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და მისი ძალიან ღირსეულად ჩატარება. მათ მეორე ტაიმის დასასრულს "ცხელი" თხუთმეტწუთეული მოუწყვეს, ლელოც დაუდეს და გარდასახვის რეალიზაციაც შეძლეს.

თუმცა, ამ შეხვედრაში საბოლოო სიტყვა ქართველებმა თქვეს.
კომპენსირებულ დროში მელიქიძემ ლელო გაიტანა და მათიაშვილმა ზუსტი რეალიზაციით თამაშს დამაჯერებელი წერტილი დაუსვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წინ ვერ წასვლა და ადგილზე დგომაც რეგრესია ჩვენთვის
Gulshematkivari
05 მარტი 2018 21:58
2
ხო,მაგარი საამაყოა რომ ესპანეთის მე-2 გუნდი ჩვენამდე ვერ გაიზარდა,შევეშვათ ნარცისიზმს და ცოტა გონს მოვიდეთ,თორემ რეგრესი სახეზეა
gulshematkivari
05 მარტი 2018 16:46
2
ჩვენზე ძლიერი ლეგიონერები ყავს
გიორგი
07 მარტი 2018 11:32
0
რა რეგრესი? ქომაგი ვერ ვითარდება ჩვენთან, თორემ ნაკრები დონეს მაინც ინარჩუნებს წინ თუ არ მიდის. რატომ გეგონათ, რომ 100:0 უნდა მოეგოთ ჩვენებს??? უელსის მეორე ნაკრებს რომ ვეთამაშეთ ის ხომ გავუტოლეთ უელსს?!
ანდრი
05 მარტი 2018 17:38
1
გაიზარდენ, წევიდენ და ასეა აპა რა ...

ვაი ჩვენი ჟურნალისტების განათლებას.
გიორგი
04 მარტი 2018 19:22
1
რუგერზე, თანამემამულე კომენტატორები გვყავს სასწაული
ანდროიდი
04 მარტი 2018 14:20
1

სიახლეები პოპულარული