rugger.info: "ლომები" ჯერ ქართველებამდე ვერ გაიზარდენ

AutoSharing Option
პორტალმა rugger.info-მ საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა მატჩის ტელერეპორტაჟი გადასცა, შემდეგ კი განვლილ შეხვედრას მოკლე მიმოხილვა მიუძღვნა:

"ლომები" ჯერ ქართველებამდე ვერ გაიზარდენ


საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში დაასამარა ევროპის ჩემპიონატზე "ესპანური ინტრიგა".

თამაშისას პირინეელები თავს უნარიანად იცავდნენ. განსაკუთრებით პირველი ტაიმის დასაწყისში, როდესაც ქართველებმა უბრალოდ მიაჯაჭვეს "ლოს ლეონესი" თავიანთ ჩათვლის ზონას.

მოიგერიეს რა "ლელოელების" დაწოლა, ესპანელებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და მისი ძალიან ღირსეულად ჩატარება. მათ მეორე ტაიმის დასასრულს "ცხელი" თხუთმეტწუთეული მოუწყვეს, ლელოც დაუდეს და გარდასახვის რეალიზაციაც შეძლეს.

თუმცა, ამ შეხვედრაში საბოლოო სიტყვა ქართველებმა თქვეს.
კომპენსირებულ დროში მელიქიძემ ლელო გაიტანა და მათიაშვილმა ზუსტი რეალიზაციით თამაშს დამაჯერებელი წერტილი დაუსვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წინ ვერ წასვლა და ადგილზე დგომაც რეგრესია ჩვენთვის
Gulshematkivari
21:58 05-03-2018
2
ხო,მაგარი საამაყოა რომ ესპანეთის მე-2 გუნდი ჩვენამდე ვერ გაიზარდა,შევეშვათ ნარცისიზმს და ცოტა გონს მოვიდეთ,თორემ რეგრესი სახეზეა
gulshematkivari
16:46 05-03-2018
2

სიახლეები პოპულარული