შეხვედრა კრასნოდარში ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" და "რაგბი TV" განახორციელებენ.
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო, ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.
პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის
ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასა და გერმანიასთან იდგა.
სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასეიშვილი ჩაერთვება.
- რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან.
- საქართველო-რუსეთის დაპირისპირება: 21 მატჩი/19 მოგება/1 ფრე/1 წაგება.
- ჯამური ანგარიში 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16
შემადგენლობა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ანზორ სიჭინავა, 13. დავით კაჭარავა, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სოსო მათიაშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი კოშაძე.
მილტონ ჰეიგს კარგად ესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალ თამაშს ქართველებისთვის:
"ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ".
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 3 3 0 0 +124 14(2)
2. რუმინეთი 3 2 0 1 +77 9(1)
3. ესპანეთი 3 2 0 1 +6 8(0)
4. რუსეთი 3 1 0 2 +24 6(2)
5. ბელგია 3 1 0 2 -34 5(1)
6. გერმანია 3 0 0 3 -197 0(0)
მე ვერ ვხვდები. ჩემთვის ერთი რიგითი მატჩია რომელიც სჯობს არ გვქონოდა, რადგან რუსეთთან თამაში არაფერს გვაძლევს.