მილტონ ჰეიგი და გიორგი ნემსაძე: ამ ფორმით გამოვხატეთ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ რუმინეთის ძლევის (23:16) და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ნემსაძე: ტატუნაშვილის გვარის მაისურზე გამოსახვა, ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება, ჩვენი იდეა იყო და გვინდოდა ოჯახისთვის გამოგვეხატა თანადგომა.

რაც შემიძლია მატჩზე ვთქვა: მნიშვნელოვანი, რთული თამაში იყო და გავიმარჯვეთ..

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს რომელიც გვერდში დაგვიდგა და ჩვენთან ერთად ჰიმნი იმღერა. ეს ხალხი ბოლომდე ჩვენთან იყო და თასის აწევა ჩვენთან ერთად იზეიმა.

მილტონ ჰეიგი: რაგბი
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს, შედეგიც სახეზეა და ჩვენ ჩემპიონები ვართ.

საქმე იმაშია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვთამაშობთ ნებისმიერ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისია, რათა ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მილტონ ჰეიგი: "ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს". ბატონო მილტონ, რაც შეეხება შედეგს როგორც ასეთს, ანუ ყველა თამაშის მოგებას და ჩემპიონობას, რასაკვირველია უნდა შეფასდეს დადებითად და აქ ორი აზრიც არ არის. მაგრამ საინტერესოა რას გვეტყვით თამაშის ხარისხზე??? თუ თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ რომ მსოფლიო თასამდე ჩატარებული დაბალი ხარისხის თამაშების მერე, უცებ გამოვარდებით პირდაპირ მსოფლიო თასზე და რადიკალურად განსხვავებული დონის და ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ??? რა ვიცი აბა, ეს ყველაფერი ცოტა თვალებში ნაცრის შეყრას ხომ არ გავს და სირაქლემას პოზაში ყოფნას. არ უნდა ვცდილობდეთ დავმალოთ ჩვენი ხარვეზები, პირიქით გამოვიტანოთ სააშკარაოზე და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. სხვაგვარად პროგრესი ვერ გვექნება და ბოლო თამაშებიდან გამომდინარე არც გვაქვს...
levani
10:47 19-03-2018
5
ოთხის ნახევარზე და ოთხს რომ ცამეტი წუთი აკლია ნუ მივალთ სტადიონზე. ზოგადად, რაგბიში არსებობს სტადიონზე ერთი საათით ადრე მისვლის კულტურა და ჩვენც რამენაირად უნდა მივეჩვიოთ, მითუმეტეს ის ხალხი მაინც მივიდეთ დროულად, ვინც სისტემატიურად დავდივართ. კვირა დღეა, ამინდი იდეალურია, მოდი რა ცოტა ადრე, რას გიწყვეტს ის რამდენიმე წუთი. გაერთობი,ლუდს მიირთმევ და პრობლემებსაც აირიდებ. სამი საათისთვის მივედი მე, უპრობლემოდ შევედი, ვარჯიშსაც ვადევნე თვალი და კმაყოფილიც წამოვედი!
fraternity
10:43 19-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული